თბილისი:
მანჩესტერი:
24-11-2018, 23:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1568,
კომენტარები: 9
მოურინიომ ფეხბურთელები დაადანაშაულა
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
მოურინიომ ფეხბურთელები დაადანაშაულა
ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რამდენიმე ფეხბურთელმა ყველაფერი არ გააკეთა გამარჯვების მოსაპოვებლად. მათ მოტივაცია, სურვილი და შემართება აკლდათ.

„იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ვერ გაიტანა გოლი. ბოლო ექვს თამაშში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო და ოთხეულს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

„საშინელი შედეგი გვაქვს. საერთოდ არ მიხარია ერთი ქულის მოპოვება, იმიტომ რომ ორი დავკარგე. „კრისტალ პალასმა“ დაიმსახურა ფრე. მათ ყველაფერი გააკეთეს ამ ქულის მოსაპოვებლად, ბოლომდე იბრძოლეს, ასე რომ დაიმსახურეს. არ მინდა დავუკარგო მათ შემართება, უბრალოდ განვიცდი ჩვენს შედეგს და ვფიქრობ, რომ ამაში მხოლოდ საკუთარი თავები უნდა დავადანაშაულოთ.“

„ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად დავიწყეთ. მართალია, გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ მოვახერხეთ, რომ ისეთ ჩაკეტილ გუნდთან, როგორიც „კრისტალ პალასია“ სივრცეები გვეპოვნა. ეს ყველაფერი თავისთავად არ მომხდარა. ეს შედგა ანალიზის, ბევრი ვარჯიშის, ახალი იდეების მოტანის შედეგად.“

„ფეხბურთელები თითქოს ყველაფერს აკეთებდნენ, ყველა წერტილს ფლობდნენ, მთელს მოედანზე მოძრაობდნენ, თუმცა მათ საკმარისი მონდომება და შემართება არ ჰქონდათ. მათ ეს მატჩი ჩაატარეს, როგორც ერთი მორიგი თამაში. ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა გამარჯვება. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ბოლომდე ვერ გაითავისეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა.“

„არ მინდა რომ იგივე განწყობით ვითამაშოთ „ლიგაზეც“, რადგან აუცილებლად წავაგებთ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მატჩის მოგება."

„ფეხბურთელმა ორი რამით უნდა ითამაშოს: გულითა და ტვინით. მაგრამ მე ვერ დავინახე, რომ მათთვის გამარჯვების სურვილი გულიდან მოდიოდა. საკმარისი მონდომება ვერ დავინახე.“

„რა არის გამოსავალი? ფეხბურთელების ბუნებას ვერ შეცვლი. ალბათ, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მივიღო, თუ ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ მემგონი ასეთ შემთხვევაში მე მომიწევს თამაში. “

“ვფიქრობ, კიდევ ერთი მიზეზი, რამაც გამარჯვებაში ხელი შეგვიშალა მოთამაშებიის სუსტი ფიზიკური მომზადება იყო. ამიტომაც არ მიყვარს სანაკრებო შესვენებები. ფეხბურთელები ან ტრამვებით ბრუნდებიან, ან მალევე იღებენ ტრამვას, რაც ვიქტორ ლინდელოფის შემთხვევაში მოხდა.”

„ვფიქრობ, მეტი უნდა ვიმუშავო ფეხბურთელებზე, მაგრამ მჭირდება რომ ისინი წამომყვნენ. თუ ისინი ღია იქნებიან შესაბამისი გამოწვევებისთვის, მე მათ ემოციურ ფონს აუცილებლად შევცვლი“, - დაასრულა წითლების მენეჯერმა.


M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
25 ნოემბერი 2018 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მახსოვს ზაჰას გაყიდვის დროს ვიღაცამ დაწერა აქ არაა ეს ბიჭი გასაშვებიო,მაგრამ ბოსეა არ დაუჯერეს ;) ახლა კი 50მილიონი მაინც ღირს და ჩვენ 3მილიონად გავყიდეთ :-/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2018 08:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvelafers joze ver daabraleb
0
№3
ავტორი: becks7
25 ნოემბერი 2018 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
გააჯმევინონ რა ამის დედასაც ცენზურა :@ :@ აუცილებელია ყველაფრის გარეშე დარჩეს გუნდი??!!!!!
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2018 10:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთია რო მომენტებს ვერ იყენებენ და მეორეა რო წესიერად ვერ ქმნიან, რაზეც უშუალოდ მოურინიოა პასუხისმგებელი. რასაც ქმნიან იმასაც ანიავებენ - უკვე ფეხბურთელების ბრალეულობაა.
0
№5
ავტორი: Z A R D I
25 ნოემბერი 2018 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
:დდდ მეცინება უკვე ხან მასაჟისტს აბრალებს ხან ვიღაც ს*რს ამის დღეები დათვლილია მანჩესტერში აგერ ნახავთ ფანები მოაწყობენ გამოსვლებს და იანვარში გააა*მევინებენ ამას

#მოურინიო გაა*ვი
0
№6
ავტორი: qamari
25 ნოემბერი 2018 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
არასდროს არავისტი ვიყავი ჩაციკლულად ,მითუმეტეს პიროვნების ,მარა მართალია ეს კაცი ,რაც ცეცხლი ჩაუქრათ მოთამაშეებს ,მის მერე ფორმამაც სხვა ფერი მიიღო
0
№7
ავტორი: glory28
25 ნოემბერი 2018 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: PaLoMo
მახსოვს ზაჰას გაყიდვის დროს ვიღაცამ დაწერა აქ არაა ეს ბიჭი გასაშვებიო,მაგრამ ბოსეა არ დაუჯერეს ;) ახლა კი 50მილიონი მაინც ღირს და ჩვენ 3მილიონად გავყიდეთ :-/

70 მილიონს იხდიდა ჩელსი წინა სატრანსფერო პერიოდში
0
№8
ავტორი: JuanMata
25 ნოემბერი 2018 14:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
1) რატო იმას არ ამბობს ეს კაცი, რომ თვითონ ვერ მოახერხა სათანადოდ ფეხბურთელების მოტივირება?
2) ცარიელ მონდომებაზე ვერაფერს ვერ გააკეთებ, მნიშვნელოვანი ნაწილია მონდომება, მაგრამ ეს ბონუსია და არა ის რაზეც უნდა ააგო შენი თამაში. სწორი ტაქტიკა, კარგი მომზადება - ესაა მთავარი, ამას თუ მონდომებაც დაემატება ძალიან კარგია.
3) ყველა თამაშში, ყველა გუნდთან 0-90 წუთამდე ვერ ითამაშებ ზეინტენსივობით, უბრალოდ შეუძლებელია. ამისთვის არსებობს ტაქტიკა, როგორ შევუტიოთ და გავუტანოთ გოლი ჩვენზე სუსტ გუნდს, ისე რომ მაქსიმალურად არ დავხარჯოთ ძალა.
4) ფაქტია, რომ ამ კაცმა 3 წლის განმავლობაში + დახარჯული 250 მილიონის შემდეგ ვერ მოახერხა პოზიციური შეტევის დაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად სუსტი და ღარიბი გუნდები ამას ჩვენზე ბევრად უკეთ აკეთებენ.

როდემდე უნდა იმართლოს თავი და ყველაფერი ფეხბურთელებს აბრალოს, ერთხელ მაინც თქვას, რომ არასწორი ტაქტიკა აირჩია, სათანადოდ ვერ მოამზადა მატჩისთვის ფეხბურთელები.

გვარდიოლმა ვესტ ჰემთან მატჩის შემდეგ (სიტიმ 4-0 მოიგო) თქვა რომ არ იყო კმაყოფილი გუნდის თამაშით. აი ესაა განსხვავება, გვარდიოლამ იცის რომ თამაში არის მთავარი, რომ კარგი თამაშის გარეშე სტაბილური შედეგი არ მოვა და ერთხელ რომ გაგივარდება სვარკა თამაშის დროს, არ გაძლევს არაფრის გარანტიას. ჟოზე ძაან კმაყოფილი იყო იუვესთან მიღწეული გამარჯვებით. ამ თამაშში კიდევ უკეთ ითამაშეს, მაშინ რა ჩემი ფეხი უნდა ჟოზეს.

ჩაბარდა პატრონს ჟოზე შენი ფეხბურთი, 15 წლის წინ არ იცოდნენ რა უნდა ექნათ შენი გუნდებისთვის, ახლა უკვე ჩემპიონშიფის გუნდებსაც გადაღეჭილი აქვთ შენი ტაქტიკა.
0
№9
ავტორი: GIOMU
28 ნოემბერი 2018 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ახლა გუნდი რომ საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული რათ უნდა ამას საუბარი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top