"ლოს ანჯელეს გალქსის" შვედი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში წარსულს იხსენებს და იმ მოგონებების შესახებ საუბრობს, რაც მას "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობისას დარჩა. 37 - წლის ფეხბურთელის თქმით, ინგლისში ასპარეზობისას ის თავს ბევრად უფრო ახალგაზრდად გრძნობდა.
"იუნაიტედში" გადასვლამდე პოგბასთან ერთად ერთ გუნდში არასდროს მითამაშია. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და დიდი ადამიანია. მენატრება "იუნაიტედის" ბიჭები: უეინ რუნი, მაიკლ კერიკი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები რომელთაც სურდათ დაემტკიცებინათ, რომ შეეძლოთ მაღალ დონეზე თამაში.
"მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ისე ვგრძნობდი როგორც ბენჯამინ ბატონი (ბენჯამინ ბატონი - ადამიანი რომელიც დაბადებიდან გაახალგაზრდავებას იწყებს), თითქოს უფრო გავაახალგაზრდავდი. ინგლისში გატარებული პირვლი წელი შესანიშნავი იყო, თუმცა შემდეგ სამწუხაროდ ტრავმა მივიღე. "ოლდ ტრაფორდზე" ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს ეხმარებოდა რათა მოედანზე თავი კომფორტულად გვეგრძნო". - ციტირებს BBC - ლეგენდარული ფეხბურთელის სიტყვებს.