"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ალბათ ერთადერთი გუნდია ევროპაში, რომლის 9 - ფეხბურთლსაც სეზონის ბოლოს კლუბთან გაფორმებული კონტრაქტები უმთავრდება.
გამონაკლისი ამ მხრივ არც "წითელი ეშმაკების" ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერაა. "მანჩესტერში" ანდერის მიმართ სიმპატიებით არიან გამსჭვალულნი, თუმცა ახალი კონტრაქტის შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ერერა ხელშეკრულებას საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნებისდაგამო არ აწერს. 29 - წლის ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს ნებისმიერ სხვა კლუბთან კონტრაქტის დადებას.
მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას, ხელს ერერას ხელფასი უშლის. ესპანელი ამჟამად კვირაში 75 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, თუმცა მეტის მიღება სურს. "იუნაიტედი მზად არის ფეხბურთელს ანაზღაურება გაუზარდოს თუმცა არცისე დიდი ციფრით რაც ნახევარმცველის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.