ევროპული სპორტული მაცნეები, ჟურნალები თუ სამაუწყებლო კომპანიები დღეს არ ტოვებენ იმ სტატიის დაწერაზე, რომელიც პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლას ეხება.
ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport - ის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, "ბებერ ქალბატონს" კვლავ სურს იხილოს ფრანგი ნახევარმცველი საკუთარ რიგებში.
ტურინელები ამისათვის იმ თანხაზე ბევრად ნაკლებს იხდიან, რაც თავის დროზე "წითელ ეშმაკებმა" გადაიხადეს პოგბას სახლში დასაბრუნებლად.
შეთავაზება ასეთია: 55 მილიონი ფუნტი სტერლინგი, რაც დაახლოებით 62 მილიონ ევროს უდრის. 2016 წელს "მანკუნიანელებმა" პოლის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
პოგბას მომვალი ბოლო წლების სპეკულაციების საგნად იქცა, ეს ყველაფერი კი ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული კონფლიქტის გამო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს კომფლიქტი წარსულს ჩაბარდა და ფხბურთელსა და მწვრთნელს შორის სიტუაცია დალაგებულია.