"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის ხუან მატას კონტრაქტი ზაფხულში იწურება. კლუბის მენეჯმენტისგან აქტიური მოლაპარაკებები როგორც ირკვევა დაიწყო. მხარეები ახალი ხელშეკრულების სამზადისს შეუდგნენ, თუმცა ხუანი კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს. წერს - ESPN.
მისი ეს ნაბიჯი არ არის განპირობებული იმით, რომ მას კლუბში დარჩენა არ უნდა, უბრალოდ მატას ფიქრისთვის სჭირდება დრო, ყველაფრის გაანალიზებას გეგმავს და სწორი გადაწყვეტილების მიღება სურს.
შეგახსენებთ, რომ მაატას ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია სხვა ნებისმიერ მის მსურველ კლუბთან მოლაპარაკებები იანვარშივე აწარმოოს.
ხუან მანუელ მატა გარსია ინგლისური გიგანტის ღირსებას 4 - წელია რაც იცავს, კლუბმა ის ლონდონის "ჩელსისგან" შეიძინა 2014 წელს.