თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2013, 17:24
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 16
"მანჩსტერ იუნაიტედმა" რეალთან" ფრედ 1–1 ითამაშა!
გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი, სადაც ორი უდიდესი კლუბი – "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მადრიდის რეალი" ერთმანეთს დაუპირისპირდა...
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის რეალთან" ფრედ 1–1 ითამაშა. "წითელი ეშმაკუნების" შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი დენი ველბეკმა 20–ე წუთზე გაიტანა, ხოლო "სამეფო კლუბიდა" კი კრისტიანო რონალდომ 30–ე წუთზე. საპასუხო შეხვედრა ამ ორ კლუბს შორის 5 მარტს გაიმართება, "ოლდ ტრაფორდზე"...


"მანჩსტერ იუნაიტედმა" რეალთან" ფრედ 1–1 ითამაშა!


"თუ "იუნაიტედი" გაცდება "რეალს" შემდეგ მოწინააღმდეგეზე შეგიძლიათ აღარც იფიქროთ." აი ეს სიტყვები განაცხადა პეტერ შმეიხელმა, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ყველაზე ძლიერ მეტოქედ "მადრიდის რეალი" ითვლება, ჩემპიონთა ლიგაზე. მეც ვეთანხმები, ჰოლანდიელ მეკარეს! ამ შეხვედრას ერთ დიდ გემრიელ ტორტს შევადარებდი. ფერგიუსონისა და მოურინიოს დაპირისპირება, რონალდოსა და სერ ალექსის ურთიერთობა, რონალდო და მისი ყოფილი გუნდელები, მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელების თამაში პრობლემურ მცველებთან, და ასე შემდეგ.... დიდ ხანი ველოდით ამ მატჩს და აი ნაცვის შანსიც გვაქვს!


"მანჩსტერ იუნაიტედმა" რეალთან" ფრედ 1–1 ითამაშა!


"იუნაიტედითვის" კარგი ისახლე ის იყო, რომ ესპანლმა მეკარემ იკერ კასილასმა ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა – რონალდუ კი შემადგენლობაში მოხვდა, რათქმაუნდა! "იუნაიტედს" შემადგენლობის დასაყენებლად ბევრი კარგი ვარიანტი ჰქონდა. ყველაზე სენსაციური და მოულოდნელი კი დენი ველბეკის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრამ გამოიიწვია, რამაც "იუნაიტედის" სათამაშო სქემა შეცვალა და 4–4–2 დან 4–2–4 გადაეწყო, რუნი და კაგავა კი ვინგერებად თამაშობდნენ, ცენტრში კი რობინ ვან პერსი და დენი ველბეკი შეწყვილდნენ. სქემა ისევ შეიცვალა, როდესაც მეორე ტაიმში რაიან გიგზი გამოვიდა მინდორზე და 4–4–2 გახდა, საბოლოოდ კი ვალენსიას გამოსვლის შემდეგ 4–5–1 გახდა და თამაშის ბოლომდე დარჩა. თუ "წითლების" შეტევის მოგერიება გსურთ, თქვენ თავად უნდა შეუტიოთ მათ!

"ეშმაკუნებს" ბოლო წლებში აქცენტი გადააქვთ შეტევაზე და ის დრო, როდესაც დაცვის ცენტრი ფერდინანდი–ვიდიჩის დუეტი შეუცვლელი იყო და კარში ვან დერ საარი იდგა, წარსულს ჩაბარდა. ახლა "იუნაიტედი" იტანს ბევრს, მაგრამ ამიდა შესაფერისად ბევრსაც უშვებს. "რეალსაც" უყვარს შეტევა, ასე რომ მათ "იუნაიტედი" სიხარულით მიიღეს... იშვიათი შემთხვევაა როდესაც ორივე გუნდი პირველ ნომრად თამაშობს, რაც ძალიან კარგს ხდის მატჩს!


პირველივე წუთებიდან "მადრიდის რეალმა" ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სურდა ყველაფერი სახლშივე გაერკვია, მატჩის დასაწყისიდანვე დი მარიამ შორეული დარტყმები განახორციელმა, მაგრამ ყველაზე სახიფათო 6–ე წუთზე მოხდა, როდესაც ძალიან აქტიურმა ფაბიო კოენტრაომ ბურთი ძელს გაარტყა. ფერდინანდის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ბურთი კოენტრაოს მიუვიდა, რომელმაც ძალიან კარგად დაარტყა, მაგრამ ბურთს "იუნაიტედის" ესპანელმა მეკარემ დე ხეამ თითები გაარტყა, რამაც ოდნავ შეცვალა დარტყმის ტრაექტორია და ბურთი ძელს მოხვდა! "რაელს" პირველი ოცი წუთის განმავლობაში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბურთი სტუმრებმა გაიტანეს! მატჩის მთავარმა არბიტრმა "წითლებს" კუთხურის ჩაწოდების ნებართვა მისცა, ბურთთან კი რუნი მივიდა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც ველბეკმა ბურთი დიეგო ლოპეზის კარისკენ გადაგზავნა.


"მანჩსტერ იუნაიტედმა" რეალთან" ფრედ 1–1 ითამაშა!


გაშვებული გოლის შემდეგ, "რეალის" ფეხბურთელებმა იგივე ტემპით გააგრძელეს თამაში. "სამეფო კლუბის" ფეხბურთელების აქტიურობას, "იუნაიტედის" საჯარიმოშო ბურთის ჩაწოდება მოჰყვა, რასაც კრისტიანო რონალდო გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა! საგოლე გადაცემის ავტორი ძალიან აქტიური დი მარია გახდა. ხოლო რონალდოს დაფარვა ვერ მოასწრო პატრის ევრამ.

მხოლოდ ამ გოლის შემდეგ მიხვდა "იუნაიტედი" რომ შეტევაში კარგად უნდა ეთამაშათ. ვან პერსიმ შესანიშნავი პასი გაუკეთა ველბეკს, რომელმაც თითქმის გაიტანა, მაგრამ ბოლო წამს ბურთი ბალახზე დაწოლილ დიეგო ლოპეზს მოხვდა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, უეინ რუნიმ ოცი მეტრის დისტანციიდან დაარტყა, მაგრამ ეს დარტყმაც ფუჭი გამოდგა. "რეალმა" ამ შეტევებს, უპასუხა და დე ხეასაც კარგი სეივის აღება გამოუვიდა. 35–ე წუთი გახლადთ, მაგრამ ფეხბურთელები ისე დარბოდნენ თითქოს მატჩი ახლახანს დაიწყოო! ბოლო ათი წუთი კი უმეტესად ცენტრში ბრძოლით გაატრა ორივე გუნდმა. შორი დისტანციიდან დაარტყა რონალდომ, მაგრამ ბურთი კარს აცდა, კიდევ ერთი დარტყმა მან ტაიმის დასასრულს დაარტყმა, მაგრამ მხრით, რადგან ბურთი კარგად ვერ დაამუშავა....


"მანჩსტერ იუნაიტედმა" რეალთან" ფრედ 1–1 ითამაშა!


მეორე ტაიმში არც ერთი გუნდი არ აპირებდა გაჩერებას! მეორე ორმოცდა ხუთი წუთიც დე ხეას კარის წინ გრძელდებოდა. სტუმრების რამოდენიმე შეტევის შემდეგ, მადრიდელებმა ბურთი "იუნაიტედის" ნახევარზე დაიჭირეს. აქტიურობდა მესუტ ოზილიც, რონალდოც, დიმარიაც....ბევრი კარგი მომენტი ჰქონდა "რეალს" მაგრამ დე ხეამ მანჩესტერელები არაერთხელ იხსნა...ესპანელმა კიდევ ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ის იგერიებდა შორეულ დარტყმებს, მაგრამ ყველაზე სახიფათო დარტყმა კოენტრაომ განახორციელა, რომელიც საჯარიმოშო ჩაწოდებულ ბურთს გამოეხმაურა და კარისკენ თავით გადაგზავნა, ესპანელმა მეკარემ კი ეს ბურთი ურთულესი ილეთით მოიგერია, ვფიქრობ "იუნაიტედის" რიგებიდა ყველაზე გამორჩული თავად დე ხეა იყო....

მომენტები ჰქონდა ვან პერსისაც, რომელმაც ერთი დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდ, ყველას ეგონა, რომ "იუნაიტედი" დაწინაურდა მაგრამ საიდანღაც ხაბი ალონსო გამოჩნდა და ბურთი კარიდან გამოიტანა....მატჩის დასასრულს ვან პერსიმ შესანიშნავად დაურტყა ლოპეზს, რომელმაც ბურთი გაჭირვებით აიღო და კუთხურზე მოიგერია, მაგრამ მთავარმა არბიტრმა "იუნაიტედს" ამ კუთხურის ჩაწოდების საშუალება აღარ მისცა და მატჩი ანგარიშით 1–1 დასრულდა! ყველაფერი კი 5 მარტს "ოლდ ტრაფორდზე" გაირკვევა!




წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
14 თებერვალი 2013 17:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუუჰჰ რა ვიწვალეეე
0
№2
ავტორი: saba_saba_saba
14 თებერვალი 2013 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ვან პერსის გოლი უნდა გაეტანა
0
№3
ავტორი: Z A C K™
14 თებერვალი 2013 17:46
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
საღოოლ მაგარი სტატიაა:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: buka oboladze
14 თებერვალი 2013 17:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Lado Ghonghadze,
საღოლ, პერსის უნდა გაეტანა რა
0
№5
ავტორი: dachi
14 თებერვალი 2013 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
უნდა გაეტანა პერსის
0
№6
ავტორი: GeorgeBest
14 თებერვალი 2013 18:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შედეგით უკმაყოფილო არამგონია ვინმე იყოს, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არაუშავრს, რეალსაც ჰქონდა მომენტები და ფრე ლოგიკური შედეგი იყო მგონი
0
№7
ავტორი: koko2222
14 თებერვალი 2013 19:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
GioO_o,
გეტანხმები good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№8
ავტორი: love united
14 თებერვალი 2013 20:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართლა ლოგიკური შედეგია,მაგრამ ბევრი ნერვიულობა მოგვიწევს...იძულებულები ვართ ისევ დაცვიდან ვითამაშოთ და ძაან მეშინია მაგის...
0
№9
ავტორი: Rooney
14 თებერვალი 2013 20:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
კაროჩე გული მწყდება რო ვერ მოვიგეთ მაინც , მახსენდება ის თამაში ფრენ 0-0 ბერნაბეუზე და წაგებული 2-3 ოლდზე, იმედია იგივე არ განმეორდება , რეალმა გოლი არ უნდა გაიტანოს საწყის წუთებში თორე ძაან ცუდად გვექნება საქმე , გოლის გატანა უნდა დავასწროთ ყველა ვარიანტში : ))
0
№10
ავტორი: ლადო
14 თებერვალი 2013 21:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შედეგით კმაყოფილი ისე რა ვარ რადგან ისეთბი ვმაზეთ, რომ ამ სეზონში არ გაგვიმაზიაააა........არაუშავს და იმედია წინა მატჩივით არ განმეორდება ჯერ 0–0 მერე 2–3.მე მაინც ჩემი საყვარელი კლუბის უდიდესი იმედი მაქვსს.. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top