მენეჯმენტის კიდევ ერთი თავის ტკივილი.
ბოლო წლების "იუნაიტედი" პრობლემების არქონას ნამდვილად არ განიცდის. "წითლების" ბოსების მთავარი საზრუნავი, ალბათ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და ტიტულებისკენ სწრაფვა უნდა იყოს, რაც ამ დრომდე წარუმატებლად მიმდინარეობს.
როგორც ჩანს მხოლოდ ეს არ არის, "იუნაიტედის" აქციების ფასმა დაიწია, სავარაუდოდ დიდ ცვლილებებს უნდა ელოდოს გულშემატკივარი.
ESPN - ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტალმა 300 - მილიონი ფუნტით დაიკლო. "წითელი ეშმაკების" ერთი აქციის ფასი 18, 19 დოლარით შემცირდა, ეს კი 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ აგვისტოში კლუბის კაპიტალმა 4,8 მილიარდ დოლარს მიაღწია, (ერთი აქციის ფასი სარეკორდო 22,7 დოლარი იყო), სწორედ ამ ფასმა "იუნაიტედი" მსოფლიოში ყველაზე მდიდარ კლუბად აქცია.
გლეიზერების ოჯახი ამ ფაქტს მშვიდად შეხვდა, რადგან ეს ყველაფერი მათ შემოდგომაზე მომხდარ აქციების საერთო ფასის ვარდნას მიაწერეს.
წყარო:
euro-football