გულშემატკივარმა 6 ფეხბურთელის გაშვება მოითხოვა.
ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს გამოკითხვა ჩაუტარდათ. "წითლებმა" ექვსი ფეხბურთელი დაასახელეს, რომლებმაც "იუნაიტედი" უნდა დატოვონ.
გულშემატკივართა 60%-მა განაცხადა, რომ
ალექსის სანჩესზე უკვე იმედები დაკარგეს და, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი მხოლოდ 10 თვეა რაც შეუერთდა "იუნაიტედს", ზამთარში კლუბი უნდა დატოვოს.
გულშემატკივარმა იფიქრა გუნდის ცენტრალურ მცველებზეც. მათი აზრით, დაცვაში "წითლებს" ძალიან ცუდად აქვთ საქმე. 92,5% მიიჩნევს რომ
დარმიანმა გუნდი უნდა დატოვოს. 80%-ზე მეტს
როხოსა და
ჯონსის თავიდან მოშორება სურთ.
თავად დარმიანს "მანჩესტერის" დატოვება ზაფხულშივე სურდა, თუმცა "იუნაიტედმა" ვერცერთი კლუბისგან ვერ მიიღო სასურველი შეთავაზება. მართალია, ბოლო მატჩებში მოურინიო იტალიელს შანსს აძლევს, თუმცა დიალოტის დაბრუნებამ შეიძლება მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში საეჭვოდ გახადოს.
ზაფხულში "იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის შეთანხმება თითქმის შედგა, თუმცა არგენტინელის ტრამვამ ტრანსფერს ხელი შეუშალა. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ როხოს გაყიდვას "მანჩესტერი" ზამთარშივე შეეცდება. როხომ 240 შესაძლო მატჩიდან "წითლების" მაისურით მხოლოდ 107 მატჩი ჩაატარა.
ჯონსის კონტრაქტი 6 თვეში იწურება. "იუნაიტედმა" თუ მისი გაყიდვა იანვარში ვერ მოახერხა ეცდება, რომ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
მოწონებას არც
ანტონიო ვალენსია იმსახურებს. 64,7% მიიჩნევს, რომ ეკვადორელმა გუნდი უნდა დატოვოს. ბოლო მატჩი ანტონიომ 2 ოქტომბერს ჩაატარა და ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა.
კრის სმოლინგმა 12-დან 10 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. თუმცა 51,2% მაინც მის წასვლას ითხოვს.
განსხვავებით წარსულისგან, როცა ეშლი იანგი ყოველთვის უკმაყოფილებას იწვევდა, ამ სეზონზე გულშემატკივარმა მისი დატოვება მოითხოვა მარუან ფელაინთან, ნემანია მატიჩსა და ლუკაკუსთან ერთად.
M.E.N.