თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2018, 12:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1351,
კომენტარები: 6
"ჟოზე "სიტიში" ორ "პრემიერ ლიგას" მაინც მოიგებდა"
დროგბა მიიჩნევს, რომ მოურინიოს "მანჩესტერის" წარუმატებლობაში ბრალი არ მიუძღვის.
დიდიე დროგბამ მოურინიოს შესახებ ისაუბრა. ჟოზემ "პრემიერ ლიგის" ტიტული "ჩელსის" სახელით სამჯერ მოიგო, მაგრამ იგივეს განხორციელება "წითლებთან" ვერ შეძლო.

პორტუგალიელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "იუნაიტედი" "სიტისთან" წაგების შემდეგ მხოლოდ ოთხეულისთვის ბრძოლას დასჯერდება. დროგბას მაინც სჯერა, რომ მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო მწრთვნელია და მას ამხელა კრიტიკის გაძლება მხოლოდ იმიტომ უწევს, რომ ადრეულ წარსულში მაღალ სტანდარტებს მიაჩვია გულშემატკივარი.

"ვფიქრობ, თუ ჟოზე "მანჩესტერ სიტიში" მივიდოდა, ლიგას აქამდე მინიმუმ ორჯერ მოიგებდა, შეიძლება სამჯერაც", - აცხადებს დროგბა, რომელმაც კარიერა ოთხშაბათს დაასრულა.

"ამხელა კრიტიკას იმიტომ იღებს, რომ ყველა მოგებას შეაჩვია. მოგებას, მოგებას და ისევ მოგებას. ის ისევ ისეთია. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, თვალი შეავლეთ ყველა მენეჯერს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში "მანჩესტერში" იყვნენ და მიხვდებით განსხვავებას."

"სერ ალექსის ჩანაცვლება მარტივი არ არის. ფინანსებიც განსხვავდება. ხალხი მხოლოდ საუკეთესოებს აკრიტიკებს. ჟოზე ერთ-ერთი მათგანია, ამიტომაც უწევს ამხელა წნეხის გადალახვა."

"ჟოზე რთულ პერიოდს გადის. რთულია მუდმივად უსმინო როგორ გაკრიტიკებს ხალხი. ვეღარანაირ სიამოვნებას ვეღარ იღებ. ძალიან რთულია. ისიც ადამიანია."

"ის ცდილობს, რომ რაღაცები შეცვალოს. ასე იქცევიან ნამდვილი მენეჯერები. როცა რაღაც არ გამოდის, უნდა იმუშაო მის გამოსწორებაზე. მოურინიო ამას მუდმივად აკეთებს," - დაასრულა დროგბამ.


SkySports




ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
22 ნოემბერი 2018 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ეს მანჩესტერია და არა ჩელსი სადაც ლიგის ზონაში მოხვედრა უხაროდდათ ჟოზეს დროს აქ გთხოვენ ტიტიულს ამას დამატებული ფერგის 26 წლიანი ბატონობა რომლის შეცვლა მართლაც ძალიან ძნელია რომელსაც მოუ შეერკინა თორემ სხვებს შეეშინდათ აქ მოსვლის მაგალითად გვარდილოა ეს არის განსხვაება მოუს ად ასხვებს შორის
0
№2
ავტორი: JuanMata
22 ნოემბერი 2018 13:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იმას უფრო დავიჯერებ რომ გვარდიოლა მოიგებდა მანჩესტერით 3 ლიგას.

სიტიში რომ ყოფილიყო ჟოზე, იაია ტურე ეყოლებოდა ახლაც გუდში, დაიმატებდა მატიჩს, წინ დააყენებდა მილინკოვიჩ-სავიჩს. ექნებოდა უძრავი ნახევარდაცვა.

დაცვაში ოტამენდის არ გააჩერებდა, სტოუნსი იქნებოდა ლინდელოფის პონტში.
შეტევაში ალბათ სანეს მაგივრად ეყოლებოდა პერიშიჩი, თავდასხმაში აგუეროს გაუშვებდა და ედინ ჯეკოს დაიტოვებდა.

აი ჩემი აზრით ეს იქნებოდა ჟოზეს სიტი, ნელი მოუქნელი და ჩვენზე უარესი ავტობუსი.

შიგადაშიგ პრესკონფერენციებზე ახსენებდა, რომ სიტის საერთოდ არ აქვს იმდენი ტიტული რაც მას აქვს და ამიტომ საერთოდ არავის არაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვს.
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 ნოემბერი 2018 13:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
იმას უფრო დავიჯერებ რომ გვარდიოლა მოიგებდა მანჩესტერით 3 ლიგას.

სიტიში რომ ყოფილიყო ჟოზე, იაია ტურე ეყოლებოდა ახლაც გუდში, დაიმატებდა მატიჩს, წინ დააყენებდა მილინკოვიჩ-სავიჩს. ექნებოდა უძრავი ნახევარდაცვა.

დაცვაში ოტამენდის არ გააჩერებდა, სტოუნსი იქნებოდა ლინდელოფის პონტში.
შეტევაში ალბათ სანეს მაგივრად ეყოლებოდა პერიშიჩი, თავდასხმაში აგუეროს გაუშვებდა და ედინ ჯეკოს დაიტოვებდა.

აი ჩემი აზრით ეს იქნებოდა ჟოზეს სიტი, ნელი მოუქნელი და ჩვენზე უარესი ავტობუსი.

შიგადაშიგ პრესკონფერენციებზე ახსენებდა, რომ სიტის საერთოდ არ აქვს იმდენი ტიტული რაც მას აქვს და ამიტომ საერთოდ არავის არაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვს.

კარგი არგუმეტია wink თუმცა მეორე ვარიანტიცაა, ის შემადგენობა რაც დღეს სიტის ჰყავს, ზუსტად იგივე შემადგენლობით ჟოზე გაცილებით ბევრს მიაღწევდა, ვიდრე იმ შემადგენლობით რაც იუნაიტედშია ამჟამად, მოკლედ მანჩესტერის შემადგენლობის დონეს ვგულისხმობ, თუმცა ეს თავად ჟოზეს ბრალია, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობისიც, არასწორი სატრასნეფრო პოლიტიკაა გუნდში წლებია და საჭირო ტრანსფერები არ კეთდება, ძვირფასი ტრანსფერები კი ბატონო, მაგრამ საჭირო - არა.
0
№4
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2018 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dznelia fergis shecvla dzneliii:(((
0
№5
ავტორი: gaga1987
22 ნოემბერი 2018 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არაა ეს კაცი მანიუსთვის და მოკალი თუგინდა. wink
0
№6
ავტორი: GIOMU
23 ნოემბერი 2018 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
100% დროგბა! პირდაპირ ვერ დააჯვა მანჩეში ზოგიერთებს, მაგრამ ნიანიშნა.. სად სიტი ფეხბურთელები სად ჩვენი კარგით რა. ვერ ხვდებით მოუ რატომ მოიყვანეს? ინტერით და პორტუთი ქონდა შედეგები და ამ დედანაქაჩებმა იფიქრეს არ ვიყიდით სასწაულ ფეხბურთელებს და მცირე ბიუჯეტით იქნება რაღაცა მოახერხოსო, მაგრამ წავიდა ის დრო, მაშინ აკადემია უნდა გყავდეს ძლიერი. ყოველთვის ვიძახდი და ვიტყვი, სანამ ახალი მწვრტნელი ჩვენი პრობლემების არს მიხვდება რომელიც ძალიან ძალიან ახლართულია მანამდე ისიც ვერაფერს შეცვლის და ექნება არეულობა, ბოლოს იმასაც გავაგდებთ. მოურინიოზე გამოცდილს დღეს ვის ვნახავთ? არაა უბრალოდ ასეთი მწვრთნელი. სანამ არსებულ პრობლემებს არ გამოვასწორებთ მანამდე მწვრთნელის შეცვლა და ტიტულების მოგებაზე საუბარი სასაცილოა. ვერ ვხვდები დღეს მანჩესტერში არსებული პრობლემა ზოგისთვის რატომაა მხოლოდ მწვრთნელი? იქნება სხვა სერიოზული მიზეზია შიგნით რაც სტადიონზე არ ჩანს და ის იწვევს ამ კრიზის?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top