თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2018, 00:59
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1268,
კომენტარები: 4
"იუნაიტედი" სერბი მცველით ინტერესდება
"იუნაიტედი" "ფიორენტინასთან" მოლაპარაკებებს გამართავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ფიორენტინას" ცენტრალური მცველის, ნიკოლაი მილენკოვიჩის გადაბირებას ეცდება.

21 წლის სერბმა მცველმა "სერია ა"-ს ყველა, 12-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გარდა ამისა, ის რეგულარულად ასპარეზობს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც.

მოგეხსენებათ, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ცენტრალური მცველის ძიებაშია. "იუნაიტედს" ხშირად უკავშირებდნენ ტობი ალდერვეირელდის და ჰარი მაგუაირის სახელს, თუმცა ამ უკანასკნელმა "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"SkySports"-ის მტკიცებით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე,"იუნაიტედის" შემდეგი სამიზნე სწორედ ნიკოლაი იქნება.

გარდა ამისა, ჟოზეს დაფიქრების საბაბს აძლევს ის ფაქტიც, რომ "პრემიერ ლიგის" ჩატარებულ 12 შეხვედრაში, მისმა კლუბმა 21 გოლი გაუშვა და საერთო გრაფაში ნეგატიური ჯამური რაოდენობაა.

სექტემბერში, "ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა, მარიო კონინიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი არ შეელევა ნიკოლაის, იმ დროისთვის შეთავაზებულ 36 მილიონ ფუნტ სტერლინის სანაცვლოდ.

ინგლისური კლუბის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 50 მილიონი საკმარისი იქნება სერბი უკანახაზელის გადასაბირებლად, რომელიც ფლორენციულმა კლუბმა გასულ წელს 4.5 მილიონ ფუნტად დაიმატა. გარდა ამისა, მილენკოვიჩის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები იჩენენ, როგორებიც "ინტერი" და "იუვენტუსი" არიან.

ასევე ცნობილია, რომ ჟოზესთვის სერბი მცველის ალტერნატიულ კანდიდატი "სამპდორიის" 22 წლის ცენტრალური მცველი, დანიელი, დენ იოაკიმ ანდერსენი იქნება.

წყარო: skysports.com
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GIOMU
22 ნოემბერი 2018 02:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ზამთარში თუ 2 ტრანსფერი მაინც არ განვახორციელეთ უზომდ გაგვიჭირდება სეზონის ბოლომდე.
0
№2
ავტორი: PaLoMo
22 ნოემბერი 2018 10:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
rabio იყოდონ ძან იაფი დაუჯდებათ და ცენტრში მოგვარდება საქმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2018 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Manchsteris dainteresebis gageba da tavze gadajma ertia xolme:)) 4 milionad iyides gushin da dges 50 milionad undat gayidva:)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 ნოემბერი 2018 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იყიდის მოუ და დასვამს სკამზე, აღარ მოეწონება, როგორც ეს ბაიის და ლინდელოფის შემთხვევაში მოხდა, ნუ ლინდელოფს კიდე ათამაშებს გამოუვალი მდგომარეობის გამო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top