თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2018, 17:32
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 5
როხომ შესაძლოა გუნდი იანვარში დატოვოს
არგენტინელის "ოლდ ტრაფორდული" კარიერა დასასრულს უახლოვდება?
როხომ შესაძლოა გუნდი იანვარში დატოვოს
წყაროების ცნობით, "ევერტონი" ამჟამად "ეშმაკების" ბოსებს როხოს ტრანსფერის თაობაზე ესაუბრება. მარკოსი მოურინიოს ფავორიტი ნამდვილად არ არის, ამიტომ მის "გუდისონ პარკზე" გადასვლის ჭორები უფრო მძლავრად ახმაურდა.

ჟოზე უკმაყოფილოა დაცვის გარჯით, ასევე კარგად იცის რომ აუცილებელია რომელიმე ფეხბურთელის გასხვისება ახლის მოსაყვანად. როხოს "ევერტონს" ზაფხულშიც უკავშირებდნენ, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ამიტომ არგენტინელი მანჩესტერში დარჩა.

"ევერტონის" ბოსი მარკო სილვა, გუნდის სათავეების ხელში აღების შემდეგ დაცვის გაძლიერებას ცდილობს. თანაც, იმის ფონზე რომ გამოცდილი ფილ იაგიელკას კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და დაცვის ცენტრში საჭიროა ახალი სისხლი. ასე რომ არაა გამორიცხული ზამთარში როხო ლურჯ ფორმაში ვიხილოთ.

წყარო:Golazogoal.com
ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2018 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
დიდი შანსია რო წავიდეს
0
№2
ავტორი: man21utd
21 ნოემბერი 2018 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
უნდა წავიდეს!
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 ნოემბერი 2018 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პერიოდული კარგი თამაშები ქონდა, თუმცა ნახევარჯერ ტრავმა აქვს
0
№4
ავტორი: GIOMU
22 ნოემბერი 2018 02:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მარტო როხო კი არა კიდე უნდა მიყვეს 1 2 კაცი. და სეზონის ბოლოს საერთოდ 5 6.
0
№5
ავტორი: zuka200
5 დეკემბერი 2018 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მალე წავიდეს მაინც არ თამაშობს და კარგი იქნება რომ ამ წლის სეზონში დატოვოს ოლდ ტრაფორდი

ციტატა: GIOMU
მარტო როხო კი არა კიდე უნდა მიყვეს 1 2 კაცი. და სეზონის ბოლოს საერთოდ 5 6.

მართალი ხარ სხვებიც უნდა წავიდეს და აქტიურები მოვიდეს რომ მანჩესტერ უნაიტედმა მოიგოს პრემიერ ლიგი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top