თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2018, 23:32
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1617,
კომენტარები: 6
ვინ იქნება "კრისტალ პალასთან"
ახალი ამბები ლაზარეთიდან
ვინ იქნება
სანაკრებო შესვენებებზე "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ბევრი ტრამვა მიიღეს. გულშემატკივარი ძალიან ნერვიულობდა, რადგან შესაძლო იყო, რომ "კრისტალ პალასთან" 6 ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ეთამაშათ.

ფელაინიმ ბელგიის სახელით ვერ ითამაშა. ეს მოურინიომ "სიტისთან" ჩატარებული მატჩის შემდეგვე განაცხადა:

"ფელაინმა ტრამვა მიიღო. არც ისე სერიოზული, მაგრამ ის ნამდვილად არ არის იმ მდგომაორებაში, რომ 90 წუთი ითამაშოს", - განაცხადა "წითლების" მწრთვნელმა. თუმცა ფელაინი დღეს ვარჯიშზე იმყოფებოდა.

ვინ იქნება "კრისტალ პალასთან"

შემდეგი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც საეჭვო იყო ანტონი მარსიალია. ფრანგი პოლ პოგბასთან ერთად სანაკრებო მოვალეობისგან გაათავისუფლეს მცირედი ტრამვების გამო. თუმცა დღევანდელ ვარჯიშს ისიც ესწრებოდა.

ვინ იქნება "კრისტალ პალასთან"

მარსიალი და დიალოტი დღევანდელ ვარჯიშზე.

მარჯვენა მცველისთვის დიოგო დიალოტისთვის "კრისტალ პალასთან" გამართული მატჩი შეიძლება მისი დებიუტი აღმოჩნდეს "პრემიერ ლიგაში". 19 წლის ახალგაზრდამ "იუნაიტედის" სახელით მხოლოდ "ჩემპიონთა ლიგასა" და "ლიგის თასზე" ითამაშა. აქამდე "პრემიერ ლიგაში" მისი დებიუტი კი ტრამვების გამო ვერ შედგა. თუმცა დიოგომ "ინსტაგრამზე" პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ უკვე მზადაა თავის მეგობრებს დაეხმაროს და ვარჯიშის სურათიც ატვირთა.

დიალოტის დაბრუნება მოურინიოს ძალიან დაეხმარება. ჟოზე რამდენიმე კვირაა ვალენსიას ადგილას იანგს ათამაშებს, მაგრამ ლუკ შოუს თამაშიც საეჭვოა, ამიტომ ეშლის ალბათ მარცხენა ფლანგზე მოუწევს გადანაცვლება. რადგანაც დიოგო უკვე ვარჯიშებზე დაბრუნდა და ვალენსია ჯერ კიდევ სანაკრებო მოვალეობას ასრულებს, "იუნაიტედის" მენეჯერმა შეიძლება არჩევანი 19 წლის ახალგაზრდაზე შეაჩეროს.

ერთადერთი ტრამვირებული ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშის ფოტოებში არ ჩანს პოლ პოგბაა. ფოტოგრაფებმა მსოფლიო ჩემპიონი სავარჯიშო კომპლექსთან დააფიქსირეს, თუმცა ვარჯიშში, როგორც ჩანს, ფრანგს მონაწილეობა არ მიუღია.

სანაკრებო შესვენებაზე წასული დანარჩენი "წითლები" "კარინგტონზე" კვირის ბოლოს დაბრუნდებიან და დაიწყებენ შაბათის მატჩისთვის მზადებას.

M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2018 23:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია დალოს მიეცემა შანსი, პოგბა და ლუკაკუ უნდა დაბრუნდნენ აუცილებლად.
0
№2
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 03:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დალოტის ის რამოდენიმე თამაში რაც ითამაშა ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ვფიქრობ უნდა ჩაანაცვლოს ეტაპობრივად ვალენსიაც და იანგიც. პერერიაც ბოლო თამაშებში ძალიან კარგი იყო და რა შეუბაბანა ამ ფრედს და მატიჩს გინდაც ერერას ვერ გავიგე.
0
№3
ავტორი: stepno
21 ნოემბერი 2018 06:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ისევ 4 ეულისთვის ვიბრძვით რა ცუდ დღეში ვართ
0
№4
ავტორი: JuanMata
21 ნოემბერი 2018 11:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პოგბას მაგივრად პერეირა უნდა ათამაშოს, თორემ ნორმალური ფლეიმეიქერი არ გვყავს ნახევარდაცვაში.

პერეირას საერთოდ რას ერჩოდა, რაც ითამაშა სხვებზე ცუდი ნამდვილად არ ყოფილა.
0
№5
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2018 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11614
Imedia pogba Iqneba tuarada da pereiras unda mices shansi
0
№6
ავტორი: Z A R D I
21 ნოემბერი 2018 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ლუკაკუ დააბრუნეთ მართლა, იმედია ისწავლა ჭკუა ზამენაზე დასმით. პერეირა მინდა სასტავში!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top