თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2018, 17:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1887,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი ყველაფრის გარეშე დარჩა"
ჰოლანდიელის აზრით გულშემატკივრებმა მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინონ.
"იუნაიტედი" "პრემიერ ლიგაში" მერვე ადგილს იკავებს და "მანჩესტერ სიტის" 12 ქულით ჩამორჩება. 1977/78 წლის სეზონის შემდეგ პირველად, "წითლები" უარყოფითი ბურთთა შეფარდებით(-1) გამოირჩევიან. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, "ჩემპიონთა ლიგის" ოთხგზის ჩემპიონი ზეედორფი მიიჩნევს, რომ მოურინიოს მეტი დრო უნდა მიეცეს, რადგან "მანჩესტერი" ჯერ კიდევ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დარჩენილ პრობლემებს ებრძვის.

"ფერგიუსონის შემდეგ ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან რთულია. "იუნაიტედი" კიდევ გარდასახვის ეტაპზეა. "წითლები" რთულ მდგომარეობაში არიან, ფერგიუსონთან ერთად ბევრმა ფეხბურთელმა დაასრულა კარიერა."

"გუნდი ისეთი ფეხბურთელებმა დატოვეს როგორებიცაა პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, უეინ რუნი... წარმოიდგინეთ რა რთულია ეს ყველაფერი. ჩათვალეთ, რომ "იუნაიტედი" ყველაფრის გარეშე დარჩა. ამ ყველაფრის ჩანაცვლებას ძალიან დიდი დრო, ენერგია, მოთმინება სჭირდება. ეს მარტივი არ არის."


"მესმის, ფერგიუსონის შემდეგ რთულია ამ ყველაფერს შეეგუო, მაგრამ გულშემატკივარმა უნდა გაიაზროს, რომ ეს მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დამართნია. იგივე მოუვიდა "მილანსაც", მაგრამ ისინი ბრძოლასა და მუშაობას აგრძელებენ."

"მე ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერი კლუბსა და მოურინიოზეა დამოკიდებული. მათი გადასაწყვეტია ჟოზეს დრო მიეცემა თუ არა და აქვს თუ არა "წითლების" ამჟამინდელ მწრთვნელს იმის პოტენციალი, რომ "იუნაიტედი" თავის ადგილას დააბრუნოს."

"თუმცა მე თუ მკითხავთ გეტყვით, რომ მოურინიოს ნამდვილად აქვს დიდი შესაძლებლობები. ვფიქრობ, არავინ დაობს ამაზე. მაგრამ ხანდახან ხდება ისე, როცა ერთმანეთს უბრალოდ ვერ ეწყობიან, რაღაცები ისე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს. მგონია, რომ მისი გაშვების ერთადერთი მიზეზი ეს იქნება და არა მისი არაპროფესიონალიზმი",- დაასრულა ჰოლანდიელმა.

SkySports
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
20 ნოემბერი 2018 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
როდემდე
0
№2
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2018 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelafershi vetanxmebii
0
№3
ავტორი: Shota Blues
20 ნოემბერი 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: ikeoni
Yvelafershi vetanxmebii

კი მეც ვეთანხმები. უარეს შედეგს მოგვიტანს და გაცილებით მძიმე ვითარებას შექმნის მწვრთნელების წარამარა ცვლა. ჟოზეზე უკეთესი და უფრო შესაფერი ტრენერი ამ ეტაპზე არ მეგულება, ვფიქრობ ჭირდება თავისი ფსიქოლოგია და მენტალიტეი იუნაიტედის წარსულიდან ყველასთვის კარგად ცნობილ დიდებულ ტრადიციებს შეუტავსოს. ღირს იმის აღიარება რო ჟოზე ბევრს ცდილობს, უყვარს მანჩესტერი და გამარჯვებებზე ფიქრობს თუნდაც 4-3-3 და შემტები შემადგენლობა. ადვლია ყველაფერი მას დააბრალონ მის თავზე გადაიაროს ყველა პრობლემამ მაგრამ ძნელია იმის თქმა ისეც ძველებურად ყრუ დაცვას თამაშობს. თუ თამაში არ მისდით ეს ფეხბურთელების ბრალია და თავადვე უნდა მონახონ ძალა საკუთარ თავში, ეჭვიც არ მეპარება რო მოუ თავისი ალტრუისტური ბუნებით ამაში ეხმარება. ძალიან კარგი ადამიანია და მინდა რო კიდევ მიეცეს დრო
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2018 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორს ამბობს კლარენსი :)
0
№5
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
რაც მოუმ პრობლემები დაინახა ამას დრო ჭირდება, ამის ახლა გაშვება იქნება სისულელე კი არა ძალიან დიდი იდიოტობა. ახალი მოსული მწვრთნელი დაიწყებს იმ ყველაფრის გაკეთებას რაც აწყობილ დალაგებულ გუნდში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად ისიც ვერ მიღებს ვერანაირ შედეგს, მერე სანამ ის დაინახავს იმ პრობლემებს რაც ახლა გუნდშია და სანამ აღმოფხვრის იმასაც გაუშვებთ და ასე მწვრთნელიდან მწვრთნელამდე გავაგრძელებთ 4-5 წელი კდევ... ამიტომ მოურინიო უნდა დარჩეს მოიყვანონ სპორტული დირექტორი და უყიდონ ფეხბურთელები.
0
№6
ავტორი: stepno
21 ნოემბერი 2018 06:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდაა ჟოზე მაღალი დონის სპეციალისტიაა მაგრამ უბრალოდ ვერ შეეწყობოდა რა მანჩესტერს თავიდანვე ცხადი იყო ესს. ჟოზე უნდა იყოს ინტერში, ატლეტიკოში, ან რომელიმე დაცვითი სტილით მოთამაშე უნდში რაა და არა მანჩესტერში რომელსაც ესეთი ტაქტიკით არასოდეს არავინ არ ათამაშებდა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top