თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2018, 17:03
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1584,
კომენტარები: 5
ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"
ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის შესახებ
ბაიი:
ერიკ ბაიიმ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავის თანაგუნდელებზე ისაუბრა. მან ძირითადად ყურადღება "წითლების" ნახევარდაცვაზე გაამახვილა.

ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

პოლ პოგბა
"ის კარგი ბიჭია. ძალიან უყვარს გართობა და მუსიკა. სულ მხიარულადაა. ამას ყველა აღნიშნავს. ასეთი ხასიათი გუნდისთვის ძალიან კარგია. არ გაგიკვირდებათ თუ აღვნიშნავ, რომ მინდორზე საოცარია. მას საკუთარი თავის რწმენაც აქვს და ეს ყველაფერი ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცევს მსოფლიოში."



ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

ანდრეას პერეირა
"ვფიქრობ, ანდრეასათვის ძალიან კარგი იყო არენდით წასვლა. მან კარგი გამოცდილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეამჩნევთ რამდენად უფრო გაძლიერებული დაგვიბრუნდა. ძალიან დიდი ტალანტი აქვს, საკუთარ თავშიც დარწმუნებულია - ეს ყველაფერია იმისთვის, რაც კარგი ფეხბურთელობისთვის გჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მწრთვნელის მიერ მიცემულ დროს კარგად გამოიყენებს და პირველ გუნდში ადგილსაც დაიკავებს."


ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

ფრედი:
"ფრედი ახალი ფებხურთელია. "იუნაიტედში" თამაში მისთვის დიდი გამოწვევაა. მწრთვნელისგან ნდობა აქვს, და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმს მიიღებს ამისგან. გუნდში ბრაზილიური მუსიკა შემოიტანა, რაც ძალიან კარგია. განსხვავებული კულტურაა და მომწონს ეს ყველაფერი. გუნდიც ხომ ესაა - სხვადასხვა ადამიანებისგან შეკრებილი ჯგუფი, რომელიც ერთ დიდ ოჯახს ქმნის."


ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

ანდერ ერერა:
"ანდერი ჩემი მეგობარია. ის ესპანურენოვანია და თავიდან ძალიან დამეხმარა. მოედანზე კი ანდერი ყველას მოტივაციას აძლევს. ყოველთვის სწყურია გამარჯვება, ჩვენზეც გადმოდის მისი განწყობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გარდა, რომ ის ძალიან ნიჭიერია, ჩვენი ყველას შთაგონების წყაროა რომ ყველა თამაშზე ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ და გავაკეთოთ ყველაფერი რაც მოგებისთვისაა საჭირო. ერერა ჩემთვის უძვირფასესი პიროვნებაა."


ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

მარუან ფელაინი:
"მარუანიც შეშლილი ფეხბურთელია. ის ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თამაში მოიგოს. ყველა ფეხბურთელი რაღაცას დებს მოედანზე, მაგრამ მარუანი ყველაფერს წირავს გამარჯვებისთვის. მთელი სხეულითაა ჩართული თამაშებში. გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. "


ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

ნემანია მატიჩი:
"ნემანია შედარებით უფრო მშვიდი ფეხბურთელია. ის თამაშს აწყნარებს და თითქოს გუნდს იცავს. მოთმინებითა და დიდი სიმშვიდით ეკიდება ყველაფერს. ფანტასტიკური პიროვნებაა. სიმშვიდესთან ერთად პროფესიონალიზმიც ახასიათებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს უნარები შევიძინოთ."


ბაიი: "მარუანი შეშლილი ფეხბურთელია"

სკოტ მაკტომინეი:
"სკოტი ყველასთვის აღმოჩენა იყო. ის გასულ წელს შემოუერთდა გუნდს და ყველა გააოცა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც კარგად ითვისებს ყველაფერს და მინდორზეც მაქსიმალურად მუშაობს. ვფიქრობ, თუ ასე გააგრძელებს და მწრთვნელის რწმენას გამოიყენებს პირველ გუნდში ადგილს მარტივად დაიკავებს."

წყარო: ManUtd.com
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2018 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rogor minda Ro baili darches da dro mieces
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2018 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფელაინი რო მთელი სხეულით თამაშობდეს რაღა გვიჭირს :))
0
№3
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 03:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ბაიის პოტენციალი ვერ შეედრება ჩვენს ცენტრალურ მცველებს. საუკეთესოა, ყველაფერი უნდა გააკეთოს კლუბმა რომ ისევ ამოქაჩოს. რაც შეეხება მის შეფასებებს, მატიჩმა ზუსტად იმიტომ უნდა დაახვიოს რომ ზედმეტად მშვიდი და ვითომ გაწონასწორებულია, სინამდვილეში აქ თამაში მისთვის უბრალოდ კარგი სარფიანი კონტრაქტია, ჩელსიდან გადასვლა მისთვის რეგრესი უნდა ყოფილიყო სხვა ტოპ კლუბი არავინ არ წაიყვანდა და მოვიდა აქ ამიტომ. მატიჩის 90წუთი და მისი მუდმივი სასტავში ყოფნა არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი.
0
№4
ავტორი: stepno
21 ნოემბერი 2018 06:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამ ბიჭს რა დაემართა ვერ ვხვდები რაა
0
№5
ავტორი: f.c.mu
21 ნოემბერი 2018 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ციტატა: stepno
ამ ბიჭს რა დაემართა ვერ ვხვდები რაა


მაურინიო დაემართა მეტი არაფერი
აბა ათამაშოს ერთი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top