თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2018, 15:01
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1627,
კომენტარები: 5
"იუვენტუსი" რეშფორდით ინტერესდება
50 მილიონი მარკუსის სანაცვლოდ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელით, მარკუს რეშფორდით ინტერესდება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რეშფორდმა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში, მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა და აქედან არცერთი ცენტრფორვარდის პოზიციაზე, მიუხედავად რომელუ ლუკაკუს ცუდი სათამაშო ფორმისა.

როგორც ჩანს, ამ ყველაფრის ფონზე, ნიჭიერი ინგლისელის განვითარება ამ ეტაპზე შეჩერებულია, რაც საფრთხეს უქმნის "იუნაიტედის" გეგმებს, რამეთუ 21 წლის მარკუსი არ ჩქარობს კონტრაქტის გახანგრძლივებს, რომელიც მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება.

The Times-ის თქმით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა აკვირდება მარკუსის დაძაბულ ვითარებას და შეეცდება ინგლისელის გადაბირებას. გამოცემის მტკიცებით, რეშფორდის გადაბირების მცდელობა "იუვესთვის" პირველი არ არის.

ჭორების თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონი გულდასმით შეისწავლის რეშფორდის პიროვნებას, მათ შორის მის ბიოგრაფიას და პიროვნულ დეტალებს.

დავამატებთ, რომ "იუნაიტედის" ათიანის გადაბირება მადრიდის "რეალსაც" სურს და მზადაა მის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადასახდელად.

წყარო: TheTimes
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2018 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Zgaprebiii zgaprebiiii:)))
0
№2
ავტორი: kobinio
20 ნოემბერი 2018 17:56
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
საპირველ აპრილო ხუმრობათაც არ ვარგა ეს ფასი...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 ნოემბერი 2018 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ ღირს ყურადღების გამახვილება
0
№4
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 03:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
50 მილიონიო, ჰეჰ... სასაცილოა რა.
0
№5
ავტორი: stepno
21 ნოემბერი 2018 06:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესეც გაუშვან ბარემ და ეგაა რაა საერთოდ სახელიც გადაირქვან და კოლჩესტერი დაირქვან ან რამეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top