"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი გამოცემა -`Times. აღნიშნული წყაროს ცნობით, ვარსკვლავბიჭუნა მზად არის ის შესაძლო შეთავაზება განიხილოს, რასაც მას იტალიური გრანდი ტურინის "იუვენტუსი" უმზადებს.
თავის მხრივ, მასიმილიანო ალეგრის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი სამიზნე სწორედ "წითელი ეშმაკების" შემტევი იქნება.
როგორც ჩანს, მარკუს რეშფორდი მოურინიოს ტაქტიკურ სქემებში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში 21 წლის ტალანტი მზად არის კარიერა იტალიის ჩამპიონატში გააგრძელოს.
მარკუსის ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წელს იწურება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა კი ახლოვდება. თუ კლუბის მენეჯმენტს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დრო ნამდვილად არის.