მარკუს რეშფორდი სანაკრებო შესვენებიდან ტრამვით დაბრუნდება. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 73-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. კეინსა და სტერლინგთან ერთად 21 წლის „წითელმა ეშმაკმა“ საოცარი მომენტები შექმნა, თუმცა მატჩი ტრამვით დაასრულა.
ჟოზე მოურინიოსთვის აღნიშნული სამწუხარო ამბავს წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლაზარეთში რომერო ლუკაკუც იმყოფება. „წითლებს“ ძალიან გაუმართლებთ, თუ რეშფორდი შემდეგ კვირამდე დაბრუნდება და „კრისტალ პალასთან“ გამართულ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
რეშფორდმა „იუნაიტედის“ მაისურით ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ორი გოლით დააგვირგვინა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, აქ მისი თამაში კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგანაც ბოლო ხუთ მატჩში სამი გოლის გატანა შეძლო. შთამბეჭდავი იყო მისი თანაგუნდელიც, ლინგარდიც, რომელმაც 4 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა.