თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2018, 13:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1359,
კომენტარები: 8
სანჩესს წასვლა სურს
ალექსის სანჩესით ოთხი დიდი კლუბი ინტერესდება.
სანჩესს წასვლა სურს
ალექსის სანჩესს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. მან ვერც ჩილეში თამაშისას გამოიჩინა თავი და პენალტი ვერ გაიტანა, რის შედეგადაც ჩილე კოსტა-რიკასთან 3-2 ანგარიშით დამარცხდა. მართალია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა შემდგომ გაიტანა გოლი, მაგრამ ჩილესთვის აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ სანჩესს „იუნაიტედის“ დატოვება სურს. ეს სურვილი ალექსისს „დერბის“ წაგების შემდგომ უფრო გაუმძაფრდა. “StarSport”-ის მიხედვით, 29 წლის ფეხბურთელს „ოლდ ტრაფორდის“ რაც შეიძლება მალე დატოვება სურს.

„წითლების“ ფორვარდით ოთხი წამყვანი გუნდია დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანი „ბებერი ქალბატონები“ არიან. პრესა აქტიურად წერს „არსენალის“ შესახებაც. არ ჩამორჩებიან არც გერმანელები და, სავარაუდოდ, სანჩესისთვის ბრძოლაში „ბაიერნიც“ ჩაერთვება. ესპანეთის მხრიდან კი დაინტერესებას „რეალ მადრიდი“ იჩენს.

სანჩესის შესახებ ისაუბრა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჟურნალისტმა, ენდი მითენმა, რომელიც აცხადებს, რომ თანაგუნდელები სანჩესის შესაძლებლობებში დაეჭვდნენ:

„მართალია, „წითელი ეშმაკები“ არ ფიქრობენ, რომ სანჩესი დანებდა, მაგრამ მათ ნელ-ნელა ეჭვი შეაქვთ ალექსისის შესაძლებლობებში. მათი პოზიცია გასაგებიც არის, ალექსისი საერთოდ აღარ ჩანს მოედანზე და ვერც ვარჯიშებზე ხიბლავს თანაგუნდელებს“, - დაასრულა ენდიმ.

DailyStar
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANCHEZ 7
19 ნოემბერი 2018 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
გაუშვან და მემფისი დააბრუნონ
0
№2
ავტორი: ikeoni
19 ნოემბერი 2018 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Amas nagdad ver warmovidgendi ro aleqsisi Ese dakargavda formas
0
№3
ავტორი: Z A R D I
19 ნოემბერი 2018 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
უნდა წავიდეს მართლა რა. ვერაფერი ვერ გააკეთა ღირებული ნუ მთლად ალექსისაც ვერ დავადანაშაულებთ ამ სიტუაციაში, მართლა რა დონეა ყველამ ვიცით. ბარსაშიც მაგარი იყო და არსენლშიც. ამას მხითარიანი დაგვეტოვა ის ჯობდა გოლებს მაინც იტანდა და იყო საკიფოდ თავისთვის, ბევრი მატჩიც მოგვაგებინა. მოკლედ უნდა წავიდეს რა.

0
№4
ავტორი: kobinio
19 ნოემბერი 2018 17:12
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ახალ მწერალს დიდი მადლობა ♡
ალესისი კი როგორც მოვიდა ისე წავა და თავისი მენტორი ვუდვორდიც გაიყოლოს
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
19 ნოემბერი 2018 17:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
არ მიმაჩნია მთლად სამჩესის მიწასთან გასწორება მართებულად.ამ კაცს ზედიზედ თუ არ მიეცი სათამაშო დრო ისე ვერ ათამაშდება.მარსიალს მიეცა დრო და ამუსავდა.უბრალოდ ვირივით ჯიუტი რომაა და არ აყენებს ათიანზე.ტიპს არ ეზარება სირბილი პრესინგზე მუშაობს პასის კულტურა აქვს და რაც ყველაზე მთავარია ამ ფორმაშიც კი ბურთს იჭერს და ათრევს რასაც ვერცერთი ჩვენს შუა ხაზში ვერ აკეთებს.გავუშვათ ბაზარი არაა მარა აქაა და სწორად გამოყენების შემთხვევაში ბევრად მეტ სიკეთეს იზამს ვიდრე ახლა დეპაინდავაბრუნოთ რომელმაც სრული ფიასკო განიცადა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2018 17:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა სხვაგან და ათამაშდება რო ვიცი
0
№7
ავტორი: stepno
20 ნოემბერი 2018 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სადაც უნდა იქ წავიდეს დამთავრდა ამის ფეხბურთი ძამო აგერ ნახავთ ეს ვერსად ვეღარ ათამაშდება მაქსიმუმ ჩინეთში ან ამერიკაში თუ იზავს რამეს
0
№8
ავტორი: GIOMU
21 ნოემბერი 2018 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მებრძოლი ფეხბურთელია, არ ნებდება მაგრამ ფაქტია აქ რაღაცაშია საქმე და ასე გაგრძელბას ჯობია წავიდეს. თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტია კიდევ რომ არ განმეორდეს სხვა ფეხბურთელებთან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top