მემფის დეპაი მიმდინარე სეზონში როგორც სანაკრებო ისე გუნდურ დონეზე საოცარ მატჩებს ატარებს. აღსანიშნავია მისი ბოლო თამაში საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც ჰოლანდიელმა საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო.
მას შემდეგ, რაც მემფისმა "იუნაიტედი" დატოვა, უკეთესი თამაშების ჩატარება დაიწყო. გულშემატკივრები ხედავენ, რომ დეპაიმ დაიბრუნა ყველაფერი, რაც აქამდე მათ აკლდათ. ახლა კი მოურინიოსგან ჰოლანდიელის შეძენას ითხოვენ.
დეპაიმ "წითელ ეშმაკებში" ორი წელი გაატარა. საბოლოოდ, კი "იუნაიტედი" 2017 წელს დატოვა და გუნდა 10 მილიონი ფუნტის ზარალი განიცადა.
"ტვიტერსა" და სხვა სოციალურ ქსელებში მრავლად შეხვდებით მსგავს განცხადებებს, სადაც გულშემატკივრების პოსტები ძირითადად მემფისის უკან დაბრუნების მოთხოვნით გამოირჩევა.