"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველს ანტონიო ვალენსიას პრემიერ ლიგის დატოვება არ სურს. როგორც ჩანს, ანტონიოს "ნისლიან ალბიონზე" დარჩენა მაშინაც სურს, თუკი მას "წითელი ეშმაკები" ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებენ. იუწყება - Metro.
33 - წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან მომავალ ზაფხულს იწურება, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა და სავარაუდოდ "წითლების" ბოსებს, ანტონიოს დროულად გასხვისება სურთ, ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე.
ეკვადორელი, "ოლდ ტრაფორდზე" 2009 - წლიდან ასპარეზობს. "იუნაიტედმა" ანტონიოს კონტრაქტი, ასევე პრემიერლიგური "უიგანიდან" გამოისყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს ვალენსიამ, ჟოზე მოურინიოს ტაქტიკურ სქემებში ადგილი დაკარგა და სათადარიგო სკამზეც გადაინაცვლა.