იტალიური "რომას" ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი, გულშემატკივარმა შესძლოა "ნისლიან ალბიონზე" იხილოს. "იუნაიტედს" ლორენცოს გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანვე სურს.
ფეხბურთელის აგენტმა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე გამართა. "მანკუნიანელები" მზად არიან არათუ გადაიხადონ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევრო, არამედ მას გაორმაგებული ხელფასიც შესთავაზონ, რომელიც ამჟამად 1 მილიონ ევროს შეადგენს წელიწადში.
"რომას" სპორტულ დირექტორს რამონ მონჩის არ სურს ნახევარდაცვის კიდევ ერთი ფეხბურთელის გაყიდვა, ვინაიდან გუნდი უკვე დატოვეს კევინ სტროტმანმა და რაჯა ნაინგოლანმა.
მონჩი, პელეგრინის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა ამ ხელშეკრულების მთავარი პრობლემა ალბათ ანაზღაურება იქნება, რომელიც არ გაიზრდება ან თუ გაიზრდბა მხოლოდ მცირედით, ეს კი "იუნაიტედის" წისქვილზე წყალს ასხამს.