"მანჩესტერ იუნაიტედი" დე ხეას სურვილს პატივს სცემს და კიპერს საკუთარი სურვილის შემთხვევაში წასვლის საშუალებასაც მისცემს. ბოლო დროს პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ დე ხეას კლუბის დატოვება სურს.
The Sun - მა გაავრცელა ცნობა რომლის თანახმადაც, "ევერტონის" ინგლისელი კიპერი ჯორდან პიკფორდი ინგლისური გიგანტის ინტერესთა სფეროში მოხვდა. მაშ ასე, თუ დავიდი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას მოისურვებს, მას სწორედ პიკფორდი ჩაანაცვლებს, მოლაპარაკებები დაწყებულია.
24 - წლის მეკარის სანაცვლოდ "წითლების" ბოსები მზად არიან "კამფეტებს" 67 მილიონი ევრო გადაუხადონ.
დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი მის ამჟამინდელ კლუბთან ზაფხულში ეწურება, თუმცა კონტრაქტში არსებული ქვეპუნქტის თნახმად დე ხეა ვალდებულია ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გააგრძელოს.