"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მცველს აუცილებლად შეიძენს, სწორედ უკანა ხაზის გაძლიერება იქნება პორტუგალიელი სპეციალისტის პირველი ამოცანა, ჟოზე მოურინიო საკუთრი მცველებით უკმაყოფილოა.
La Repubblica - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებმა" ნეაპოლელებს კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა - 90 მილიონი ევროს შესთავაზეს, თუმცა ყველასგან გასაკვირად "აპენინელებმა" ამ ციფრზე უარი განაცხადეს.
თავის მხრივ გეტყვით იმასაც, რომ კალიდუმ "ნაპოლისთან" ახალი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და ის იტალიური კლუბის ღირსებას კონტრაქტის თანახმად 2023 წლამდე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ BBC - ის ვერსიით კულიბალი წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელიც გახდა. მცველის პროგრესი აშკარაა, ტოპ კლუბები კი მასზე ნადირობას არ წყვეტენ, თუმცა ამ დრომდე ის კარლო ანჩელოტის გუნდის ერთგული რჩება.