თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2018, 12:47
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1310,
კომენტარები: 9
მოურინიო ერთა ლიგის მატჩს პირადად დაესწრო
სტატიაში იხილავთ თუ ვის დააკვირდა პირადად "იუნაიტედის" მწვრთნელი.
მოურინიო ერთა ლიგის მატჩს პირადად დაესწრო
სანაკრებო პაუზის დროს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დროს უქმად არ კარგავს და პირადად საკუთარი სურვილიდან გამომდინარე მატჩებსაც ესწრება.

15 ნოემბერს, ერთა ლიგის A - ჯგუფში ბელგიის ეროვნული ნაკრები შინ ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და სტუმართა შემადგენლობა ანგარიშით 2 - 0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩს პირადად "წითლების" ბოსი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალყურს.

Goal - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ჟოზე ბელგიელების ცენტრალურ მცველს ტობი ალდერვეირელდს აკვირდებოდა. ჟოზეს უკანახაზელის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ მოურინიოს, ტობის ყიდვა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობისგან შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ალდერვეირელდიც დარჩა იქ სადაც ამჟამად ასპარეზობს. კიდევ ერთი შანსი კი ზამთარში იქნება, ამჟამად უკვე ჟოზეს მმართველობის მხარდაჭერაც ექნება.

ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, ტობის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება, "დეზებს" მისი უფასოდ გაშვება რა თქმა უნდა არ სურთ, ახალი კონტრაქტის გაფორმება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.


წყარო: euro-football
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 ნოემბერი 2018 12:50
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ნუ მაინც ყველაზე მეტად ალბათ ტობის ყიდვა უნდა მოურინიოს
0
№2
ავტორი: ikeoni
18 ნოემბერი 2018 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad gamiswordeba amis mosvla zamtarshi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 ნოემბერი 2018 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაღა დაკვირდვება უნდა ალდერვეირელდს
0
№4
ავტორი: gaga1987
18 ნოემბერი 2018 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
an es an kulibali.kulibals arabin gamogvatans da albat amas gamoushveben.ko trakti ewureba da magpontshi.tore chveni dacvis shemxedvare dzalian ukan vart (((
0
№5
ავტორი: giorgi_mg
18 ნოემბერი 2018 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბევრი ნიუსებია ინტ სივრცეში ჩვენზე და აქ რატომღაც არ დებთ, პიქფორდზე, კულიბალზე, პელეგრინზე და ა.შ
0
№6
ავტორი: gela-manchesteri 20
18 ნოემბერი 2018 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
ბიჭებო პესი ვინც იცით კარგად შემეხმიანეთ რა
0
№7
ავტორი: Svanchester
18 ნოემბერი 2018 14:58
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: giorgi_mg
ბევრი ნიუსებია ინტ სივრცეში ჩვენზე და აქ რატომღაც არ დებთ, პიქფორდზე, კულიბალზე, პელეგრინზე და ა.შ

როცა დრო გვაქვს ადმინისტრატორებს, მენეჯერებს, მწერლებს, შემოვდივართ ვთარგმნით და ვდებთ, ამაში ფულს არ ვიღებთ ეს გუნდის სიყვარულში კეთდება და თუ გაქვს დრო რო თარგმნო მეგობარო მოგვაწოდე და დაგიდებთ აუცილებლად.
0
№8
18 ნოემბერი 2018 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ბიჭებო დე ხეა მიდისო და მართალია?
0
№9
ავტორი: stepno
20 ნოემბერი 2018 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტობი უეჭველი გადმოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top