თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2018, 18:35
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1667,
კომენტარები: 6
რატომ გამოაცვლევინა სერ ალექსმა ფეხბურთელებს ფორმა შესვენებისას?
გარი ნევილი 1995-96 წლებს იხსენებს.
რატომ გამოაცვლევინა სერ ალექსმა ფეხბურთელებს ფორმა შესვენებისას?
გარი ნევილი აღიარებს, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ყოველთვის სძულდა 1995-96 წლების გარე ფორმა. "საუთჰემპტონთან" გამართულ მატჩს, ფერგიუსონის გუნდი 3-0-ს აგებდა. ამის შემდეგ სერ ალექსმა ფორმის გამოცვლა მოითხოვა და ფეხბურთელები მეორე ტაიმში სრულიად სხვა ფორმით წარდგნენ გულშემატკივრის წინაშე.

ფერგიუსონმა იგრძნო, რომ ძალიან რთული იყო მისი ფეხბურთელებისთვის ერთმანეთის დანახვა და ნევილიც ადასტურებს რომ ამ ნათქვამს ლოგიკა ჰქონდა.

"მას ეზიზღებოდა ეს ფორმა, მაგრამ არა უმიზეზოდ. სერ ალექსმა მხედველობის სპეციალისტი დაიქირავა, რომელმაც ძალიან ბევრი ტესტი ჩაგვიტარა. უამრავი დაკვირვების შედეგად, სერ ალექსს უთხრა, რომ არსებობს ფერები, რომელთა დანახვაც ბევრ ხალხში უფრო მარტივია. ის ირწმუნებოდა, რომ ნაცრისფერის დანახვა შორ მანძილზე რთული იყო."

"ეს ყველაფერი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ფერგიუსონი ყველანაირად ცდილობდა ამ ფორმის თავიდან მოშორებას. როცა რომელიმე ჩვენგანი რაიმე შეცდომას დაუშვებდა, სერ ალექსი ყველაფერს ფორმას აბრალებდა. საბოლოოდ, ფერგიუსონმა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ამ ფორმის გამოცვლა მოითხოვა და ასეც მოხდა", - დაასრულა ნევილმა.

Mirror
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
17 ნოემბერი 2018 21:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს არ ვიცოდი wink
0
№2
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2018 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Es martla ar vicodi :))fergiii❤️
0
№3
ავტორი: stepno
18 ნოემბერი 2018 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბოსი love
0
№4
18 ნოემბერი 2018 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ყოჩაღ ბაბუს
0
№5
ავტორი: gaga1987
18 ნოემბერი 2018 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
sg.nagdad arvicodi es istoria.
0
№6
ავტორი: რეალისტი
10 იანვარი 2019 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
:დდდ ბაბუუუუ რა კაცია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top