თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2018, 18:06
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1646,
კომენტარები: 7
პოგბა "ბარსელონაში"?
პოლ პოგბასა და ლიონელ მესის ერთობლივი ვიზიტი დუბაიში.
პოგბა
პოლ პოგბა "სიტის" წინააღმდეგ ვერ გამოცხადდა ბარძაყის ტრამვის გამო, ლიონელ მესიმ კი ოქტომბერში მიღებული ტრამვის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. შესაბამისად, ორივეს სანაკრებო მატჩების გამოტოვება მოუწიათ.

პოგბა "ბარსელონაში"?

პოლ პოგბა და ლიონელ მესი ერთმანეთს დუბაიში შეხვდნენ, სადაც ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრეს. შესაძლოა, "იუნაიტედის" ფანები დაამწუხროს პოგბასა და მესის საუბრებმა, რადგან ბოლო დროს პრესა ბევრს წერს ფრანგის "ბარსელონაში" გადასვლაზე. როგორც იტალიური პრესა იწერება, პოლი 100 მილიონი ევროს ნაცვლად მზადაა ესპანელებთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

პოგბას აგენტმა არ დამალა, რომ მოურინიოს კრიტიკის შემდეგ ძალიან სურს პოლს "იუნაიტედი" დაატოვებინოს. ამასთანავე პრესაში იწერებოდა პიკეს განცხადების შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ დიდი სიამოვნებით შეეგებებოდა ფრანგს "კამპ ნოუზე":

"ძალიან ბედნიერები ვიქნებით მისი აქ გადმოსვლით. ცოტაოდენი მსმენია პოგბასა და მოურინიოს დაძაბულ ურთიერთობაზე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, "მანჩესტერის" რიგებში ირიცხება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში",- განაცხადა პიკემ აგვისტოში.

Goals.com
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
17 ნოემბერი 2018 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
მოურინიო თუ არ წავააა პოგბა წავააა
0
№2
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Miecat sababi choraobis:)))
0
№3
ავტორი: Svanchester
17 ნოემბერი 2018 20:25
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3857
პოგბამ იუნაიტედზე ისე ისაუბრა რო მშობლიური მხარის ჰაერი ჩავისუნთქეო და აქ ბედნიერი ვარო განაცხადა და არამგონია წავიდეს , მოურინიო წავა
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
17 ნოემბერი 2018 20:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3192
აი ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას თუ რატომ უნდა უნდოდეს ბარსას პოგბას ნაირი ფეხბურთელი.შეიძლება ვინმემ მიპასუხოს ბუსკვერცხი აბა აღნაგობით არ გავს ამასო?მაგრამ პასუხად გეტყვით რომ ბუსკეცის პოზიციაზე ამას გართულება აქვს.ახლა ვინმემ ლოგიკურად ამიხსნას ისეთ სწრაფ გუნდში როგორიც ბარსაა მოძრავი ფეხბურთელებით ამის ადგილი სადაა?ისევ ბუსკეცის ადგილზე ან სკამზე.თუ ეს მართლა თანახმაა ამ პირობებით წავიდეს იქ განოდის რომ აქ აფერისტობს როცა პოზიციაზე აპელირებს.
ბევრი რო არ ვწერო გავკარი ამასაც და მოურინიოსაც გაასხას ოროვემ გუნდიდან არცერთი არ მევასება მაინც
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 ნოემბერი 2018 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთად თუ იყვნენ დუბაიში ბარსაში გადადის ფაქტობრივად wink
0
№6
ავტორი: kobinio
18 ნოემბერი 2018 12:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს მხოლოდ პოგბას პიარ კამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი.არც ბარსას ჭირდება ასე5ი ფეხბყრთელი და არც მანჩესტერი აპირებს მის გაყიდვას.დემბელეში თუ გაცვლიან და რამეს დაამატებენ არ იქნებოდა ურიგო.ჩილელი რა გვარია დამავიწყდა მიუხენიდან რო გადავიდა ის დასვევს სკამზე და პოგბა უნდათ ეხლა კიდე ტვინის მლესავად

ვიდალი ხო.

მაშინ იყიდიდნენ პოგბას და არა ვიდალს.გაგანია ჩხუბი იყო და პიგბაც აჯაგრული იყო.
0
№7
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 02:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: kobinio
ეს მხოლოდ პოგბას პიარ კამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი.არც ბარსას ჭირდება ასე5ი ფეხბყრთელი და არც მანჩესტერი აპირებს მის გაყიდვას.დემბელეში თუ გაცვლიან და რამეს დაამატებენ არ იქნებოდა ურიგო.ჩილელი რა გვარია დამავიწყდა მიუხენიდან რო გადავიდა ის დასვევს სკამზე და პოგბა უნდათ ეხლა კიდე ტვინის მლესავად

ვიდალი ხო.

მაშინ იყიდიდნენ პოგბას და არა ვიდალს.გაგანია ჩხუბი იყო და პიგბაც აჯაგრული იყო.


კარგი რა დემბელე ეგ გვაკლია კიდე, ბარებს და კლუბებსაა აყოლილი, თამაშებზე აგვიანებს ხოლმე მისვლას ვარჯიშებზე აღარაა საუბარი. ისედაც რა დღეშია მანჩე, ამდენი კომფლიქტები და დაძაბულობა და კიდე დემბელე გვინდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top