თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2018, 17:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1310,
კომენტარები: 5
"ეს აღუწერელი შეგრძნება იყო, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი"
ლუიშ ნანი პორტუგალიის ქუჩებიდან "ოლდ ტრაფორდამდე" განვლილ გზაზე საუბრობს.
ლუიშ ნანი "იუნაიტედის" 17 ნომრიან მაისურს 7 წლის განმავლობაში ატარებდა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა საუცხოო გოლებითა და აღნიშვნებით. რამდენიმე დღის წინ მან "იუნაიტედს" ინტერვიუ მისცა.

-თქვენ ერთხელ აღნიშნეთ, რომ როდესაც მანჩესტერში გადმოხვედით ძალიან აღელვებული იყავით. ახლა როდესაც უკან იყურებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ზედმეტი მოლოდინები გქონდათ? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა თქვენს პროგრესზე?

-ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ძალიან აღელვებული ვიყავი ამ ყველაფრით. მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რთულიც გახლდათ. ბევრ რამეს უნდა მოვრგებოდი. არც ენა ვიცოდი, საჭმელიც განსხვავებული იყო. თუნდაც მეორე მხარეს მანქანის ტარება მიჭირდა. ამ ყველაფერთან შესაგუებლად ბევრი დრო გჭირდება. გამიჭირდა ისიც, რომ მარტო აღმოვჩნდი. ჩემი ოჯახი პორტუგალიაში დარჩა. მაგრამ ამავდროულად ძალიან გამიმართლა რომ ანდერსონი, რონალდუ და კარლოსი მყავდა. მათ მაინც ველაპარაკებოდი პორტუგალიურად და მერე ინგლისურის სწავლაც ერთად დავიწყეთ.


- მოდით უფრო შორეულ წარსულს გადახვედოთ... შეგიძლიათ პორტუგალიაში ამადორას ქუჩებში ფეხბურთის თამაშისას განცდილი ემოციების შესახებ გვიამბოთ?

-პატარაობაში, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ფეხბურთი იყო. დილით ადრე ვდგებოდი გარეთ გასასვლელად და სათამაშოდ და გვიან ღამემდე სახლში არ ვბრუნდებოდი. არც ლანჩი მანაღვლებდა, არც ოჯახი, აბსოლუტურად არაფერი, მხოლოდ ფეხბურთი. უბრალოდ ვიჯექი და ფეხბურთს ვთამაშობდი მთელი დღე. კარგი მოგონებებიც მახსენდება, მაგრამ ხანდახან სირთულეებიც მხვდებოდა, რადგან არც თუ ისე კარგ უბანში ვცხოვრობდი. ბევრი პრობლემა მხვდებოდა ხოლმე. ბევრი "ცდუნება" იყო ირგვლივ და ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული და ბოლომდე მივყოლოდი არჩეულ გზას. ძალიან ბედნიერი ვარ რომ შევძელი და ფეხბურთი ავირჩიე.

-ყოველთვის გჯეროდათ რომ შეძლებდით პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაშს?

-ეს ყოველთვის იყო ის რაზეც მე ვოცნებობდი. ჩემი ფეხბურთის სფეროში მოხვედრა უფროსი ძმის დამსახურებაა. მაშინ პაოლო კარგად თამაშობდა, იმ რეგიონში საუკეთესო იყო. ყველაფერი რაც ვიცი მისგან ვისწავლე. მამაჩემი კაბო ვერდეში ცხოვრობდა და პორტუგალიაში ვერაფერით ვერ დაბრუნდებოდა, ამიტომაც ჩემი ძმა იყო ყველაფერი ჩემთვის. ის იყო ჩემი შთაგონების წყარო.

-ცნობილი ხართ ბურთის ლამაზი ტარებით.. დიდი დრო დახარჯეთ ამ ყველაფრის სავარჯიშოდ? ფინტები, სხვადასხვა ტექნიკები.. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ.

-დიახ, მე და ჩემი მეგობრები საათებს ვატარებდით ამაზე სავარჯიშოდ ქუჩებში. ვუყურებდით ხოლმე ძლიერ ფეხბურთელებს და შემდგომ ვცდილობდით ეს ყველაფერი კარგად გვესწავლა. მახსოვს, ძალიან ხშირად ვუყურებდი რონალდოსა და ფიგუს. ამ უნარებმა თავდაჯერება შემძინა. დანარჩენი უკვე კლუბში უნდა მესწავლა. ძალიან გამიმართლა, რომ "სპორტინგში" მოვხვდი, ძალიან ბევრი რამ შევიძინე იქ.

-შეგიძლიათ "სპორტინგში" გატარებულ წლებზე გვიამბოთ?

-ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იქ. ყოველთვის იყო ვინმე ვინც დამეხმარებოდა, მასწავლიდა, ამიხსნიდა, სწორ არჩევანს გამაკეთებინებდა. იქ ცუდ ზეგავლენას არაფერი ახდენდა ჩემზე. იქ მოედანზე სწორად მოძრაობა მასწავლეს და ყოველთვის მადლიერი ვიყავი და ვიქნები ამ კლუბის.

-როგორც ვიცით, სანამ "იუნაიტედში" გადმოხვიდოდით "ოლდ ტრაფორდს" ეწვიეთ. როდესმე წარმოიდგენდით რომ "მანჩესტერის" მაისურს მოირგებდით?

-დიახ, მახსოვს პირველი სტუმრობა "ოლდ ტრაფორდზე". მე და ჩემმა მეგობარმა მუზეუმი და სტადიონი მოვინახულეთ. მახსოვს, როგორ ვიჯექი პირველი გუნდის ოთახში და ორივე ჩვენგანი ამბობდა: "შეუძლებელია, ეს რონალდუს ადგილია! აქ კი უეინ რუნი და რაიან გიგზი სხედან ხოლმე!". ვიჯექი იმ ოთახში და ვამბობდი: "წარმოიდგინე რა შეგრძნება იქნება ერთ დღეს რომ ამ ყველაფრის ნაწილი გახდე!". ამის შემდეგ ზუსტად ორ წელიწადში შევუერთდი გუნდს.

-ანუ "მანჩესტერისთვის" თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევა და ოცნება იყო თქვენთვის.

-ნამდვილად ყოველთვის დიდი ოცნება იყო. სანამ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხი არ დავდგი, ვერ ვიჯერებდი. არასდროს დამავიწყდება ხელმოწერის დღე. საოცარი შეგრძნება იყო. სწორედ ის მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად იმყოფებოდა მანჩესტერში პირველი ვიზიტის დროს, წითელი მაისურის მორგების შემდეგ ჩემთან დარჩა რამდენიმე დღით და დეტალებში გავიხსენეთ პირველი სტუმრობა წითელ სტადიონზე. ძალიან ბევრი ვიცინეთ ჩვენს ფრაზებზე. ეს უბრალოდ აღუწერელი შეგრძნება იყო, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2018 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Vitom Ronaldos qonda magari tamashebi tundac arsenaltan goli rad girs:))❤️
0
№2
ავტორი: Svanchester
17 ნოემბერი 2018 20:29
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3857
ნანიიიი,,,, რა კაციიიიიი
1
№3
ავტორი: Dato kutaisi
17 ნოემბერი 2018 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3192
ძაან გულიანი ტიპი იყო და ტექნიკაც უზადო ქონდა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
17 ნოემბერი 2018 21:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უდიდესი კლასის ფეხბურთელია ნანი winked
0
№5
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ზოგჯერ პანტასიტურად გამოყურებოდა ზოგჯერ საშუალო დონის ფეხბურთელი გეგონებოდა რა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top