თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2018, 14:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1417,
კომენტარები: 10
რუნი სამრწთვნელო შტაბში?
უეინი ამერიკაში წრთვნებს გადის.
რუნი სამრწთვნელო შტაბში?
ამ კვირაში გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ჰქონდა უეინ რუნის "უემბლიზე" ნახვის საშუალება. ჟურნალისტები აქტიურად ცდილობდნენ უეინისგან ინტერვიუს აღებას. ერთ-ერთ ინტერვიუში ინგლისელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. რადგანაც მისი როგორც ფეხბურთელის კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, საინტერესოა, რას იზამს "წითლების" ყოფილი კაპიტანი მომავალში.

როგორც გაირკვა, უეინი მწრთვნელის ტრენინგებს გადის ამერიკაში და დარწმუნებულია, რომ ინგლისში დაბრუნების დროისთვის ის მზად იქნება ახალი გამოწვევის მისაღებად. "იუნაიტედისთვის" მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუს დროს უეინმა განაცხადა, რომ ის საკმაოდ მოტივირებულია, მისი სამწრთვნელო კარიერა აქციოს ისეთივე დიდებულად, როგორიც მისი პირველი კარიერა იყო.

გასაკვირი არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ უეინს ინგლისში უამრავი შეთავაზება ელოდება. უამრავ ყოფილ ფეხბურთელს უნდოდა სამწრთვნელო კარიერის დაწყება, მაგრამ ყველა ფეხბურთელი უეინ რუნი არ არის. უეინს აქვს რაღაც, რამაც აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ეს ყველაფერი დაეხმარება მას კარგი სამწრთვნელო კარიერის შექმნაშიც.

ინგლისურ პრესაში აქტიურად დაიწყეს წერა "წითლების" ყოფილი კაპიტნის მომავლის შესახებ. გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველა ეცდება უეინის სამწრთნელო შტაბში ჩართვას. პრესა კი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უეინის გამოცდილება და შესაძლებლობები ამჯერად უკვე სამრწთვნელო შტაბში გამოიყენოს. იდეალური იქნებოდა თუ რუნი თავდაპირველად 18 წლამდელებში გამოცდიდა ბედს, როგორც ეს სტივენ ჯერარდმა გააკეთა.

„იუნაიტედი“ ოდითგანვე გამოირჩეოდა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენითა და გაზრდით. უეინ რუნი კი საუკეთესო ვარიანტია დამწყებებთან სამუშაოდ. დაეხმარებოდა ტექნიკის დამუშავებაში, მოძრაობის გაუმჯობესებაში... უფრო უკეთ გააგებინებდა რას ნიშნავს ითამაშო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით. უეინზე უკეთ ვერავინ შეასწავლის ახალგაზრდებს როგორ გაუძლონ ამხელა წნეხს, როგორ შეძლონ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

დღეს უეინს ყველა უყურებს როგორც შემდგარ ფეხბურთელს, მაგრამ ვერავინ იაზრებს რამდენი რამ გამოიარა რომ გამხდარიყო ის ვინც არის. უამრავი ტრამვა, გამოტოვებული მატჩები, პირველ გუნდში დაკარგული ადგილები და მაინც ამდენი ტიტული. უეინმა უდავოდ გამოიარა ის ყველაფერი, რაც სჭირდება „იუნაიტედის“ მომავალ მწრთვნელს.

13 წლის განმავლობაში მან მოიგო 16 ტიტული და გახდა გუნდის ყველა დროის ბომბარდირი 253 გოლით. „იუნაიტედს“ არ აქვს უფლება, რომ ხელიდან გაუშვას ასეთი შესაძლებლობა.

წყარო: M.E.N.
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Darwmunebuli var mwvrtnelic warmatebuli Iqneba ❤️
0
№2
ავტორი: JuanMata
17 ნოემბერი 2018 15:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ასაკთან ერთად რუნი ჭკვიანი ფეხბურთელი გახდა, არაა გამორიცხული მწვრთნელობაც გამოუვიდეს, მაგრამ ჯერ ალბათ მაინც შორსაა ეგ ამბავი. რომელიმე სუსტ გუნდში უნდა ცადოს ბედი, ან ახალგაზრდებში.
ჩემი აზრით დასაწყისში ყველაზე კარგი მწვრთნელის ასისტენტობაა, ოღონდ ნორმალური მწვრთნელის.

მოკლედ წარმატებები უეინს.
0
№3
ავტორი: giorgi_mg
17 ნოემბერი 2018 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვისურვებდი, მაგრამ ჯერ პრაქტია ჭირდება
0
№4
ავტორი: Lalana
17 ნოემბერი 2018 16:08
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყოველთვის ახასიათებდა მას გიჟური საქციელები,არასოდეს აკლდა თავდადება და ბოლომდე ბრძოლის უნარი.ერთ დროს ასეთებით სავსე იყო გუნდი,რომლებიც მთელ გულს დებდენ მოედანზე.მიყვარს რუნისნაირი მებრძოლი ადამიანები და სამწუხაროდ დღეს დიდად აღარც არიან ფეხბურთში ასეთები.ბოლო წლებში საკმაოდ დადინჯდა ჩვენი შრეკი და ვფიქრობ თუ მოინდომებს საკმაოდ ქარიზმატული მწვრთნელიც იქნება.
0
№5
ავტორი: gaga1987
17 ნოემბერი 2018 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
mivesalmebi axalgazrdulshi namdcilad.magaze kai varianti arsheidzleba iyos sxva.udavod gaizrdeba akademiis bavshvebis mondoneba.ikneb da iseti mwvrtneli dadges fergis gzac gaagrdzelos.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 ნოემბერი 2018 20:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ უეინი რა იზავს, წარმატებები
0
№7
ავტორი: Svanchester
17 ნოემბერი 2018 20:33
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3856
რუნის აქვს ქარიზმა, გონება, ხედვა, სისტემა იცის თითქოს უკვე, ვფიქრობ სერიოზული მწვრთნელი გამოვა, წარმოიდგინეთ სერ ალექსის ბიჭი, მემგონი მეორე ფერგი მოვა, იუნაიტედის ახალგაზრდებში დაიწყოს და ეგ არი უბრალოდ.
0
№8
ავტორი: stepno
18 ნოემბერი 2018 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი აზრით როგორც ზიდანს ქონდა ეფექტი რეალში ისე იქნება რუნი მანჩესტერისთვის დიდ წარმატებას მოგვიტანს :)) მორჩა აღარ უნდა ფიქრიი გააგდეთ მოუ მოიყვანეთ შრეკიიი :D :*
0
№9
ავტორი: fergia
18 ნოემბერი 2018 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
მეც რატომღაც მგონია რომ კარგი მწვრთნელი დადგება და თუ ასე მოხდა კარგი იქნება მისი დატოვება ძალიან დიდი ხნით თან მანიუ მასზე კარგათ ვინ იცის. აგერ გიგზიც შეიძლება რომ მწვრთნელად დაინიშნოს მანაც ასევე ატიდო იცის მანიუს ყველაფერი და მეტი გამოცდილებაც აქვს სამწვრთნელო კარიერაში...

მე მაგრად გამისწორდება თუ მანიუში დაასრულებს კარიერას ჩვენი შრეკი და ამის მერე უკვე შეუდგება სამწვრთნელო საქმიანობას თუნდაც ახალგაზრდებში...
0
№10
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 01:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვფიქრობ სამწვრთნელო კარიერის დროს ძალიან წაადგება ის ყველაფერი რაც ეზიზღებოდა ბოლო პერიოდში. ესაა გუნდში პოზიციის ხშირი ცვლა. უთამაშია ყველა პოზიციაზე მეკარის და მცველის გარდა. ვფიქრობ ეს დიდი პლიუსი იქნება მისთვის. ასევე აქვს ლიდერის თვისებები. და თუ ახლა არ გაჯიუტდება ცოტა თავდამბალი გახდება და 4-5 წლის პრაქტიკას და თეორიას ერთად დააგროვებს, საბოლოოდ ვფიქრობ მეორე ფერგი დაიბადება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top