თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 20:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1433,
კომენტარები: 9
გარი ნევილი: "ან გააკეთებდი, ან ვერ გადარჩებოდი"
ნევილი დებიუტს იხსენებს და პიტერ შმეიხელთან დაკავშირებულ მოგონებებზე საუბრობს.
გარი ნევილი:
გარი ნევილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდში გადასვლის გამოცდილებას იხსენებს. ინგლისელი ძირითადად პიტერ შმეიხელთან დაკავშირებულ მოგონებებზე საუბრობს:

„ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის. როდესაც პირველ გუნდში ჩავირიცხე, პიტერ შმეიხელის დამოკიდებულება არ მომწონდა. ვამჩნევდი, რომ ძალიან ხშირად იყო ცუდად განწყობილი ჩემ მიმართ. ახლა, რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერზე ვხუმრობთ, მაგრამ თვითონაც აღიარებს რომ ის ძალიან ცუდად მექცეოდა.“

გარი ნევილი: "ან გააკეთებდი, ან ვერ გადარჩებოდი"


„მას არ მოვწონდი, როგორც ფეხბურთელი. პიტერი იყო მეკარე და მას ლეგენდარული ოთხეული ედგა წინ: ბრიუსი, პალისტერი, პარკერი, ირვინი... სწორედ იმ დროს როცა პარკერმა ტრამვა მიიღო, მე დავიწყე პირველ გუნდში თამაში. ძალიან პატარა ვიყავი, და ცხადია, რომ იდეალური ვერ ვიქნებოდი. ვუშვებდი შეცდომებს, რაც პიტერს უყურადღებოდ არ რჩებოდა. ვარჯიშებზე ყოველ წამს, ყოველ წუთს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაწამებდა ხოლმე.“


„გამუდმებით მავარჯიშებდა. თავად დადგებოდა კართან და ბურთს მიგორებდა. ყოველთვის როდესაც ბურთს ვუბრუნებდი, დაიჭერდა ხოლმე და მეუბნებოდა: „კატასტროფაა!“, - იხსენებს ნევილი.

გარი ნევილი: "ან გააკეთებდი, ან ვერ გადარჩებოდი"

„ეს მუდმივად გრძელდებოდა. მართლა ძალიან საშინლად მექცეოდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებდა. მაგრამ მე ეს უნდა გამევლო. მანამ სანამ „ოლდ ტრაფორდზე“ დავდგამდი ფეხს და გულშემატკივრებისგან მივიღებდი შეურაცხყოფას და ჩემს სახლიდან გაგდებას დააპირებდნენ, მერჩივნა პიტერის წნეხის ქვეშ გამევლო.“

„ეს მხოლოდ შმეიხელს არ ეხებოდა. პოლ ინსი, როი კინი, ბრაინ რობსონი... შეცდომის დაშვების მეშინოდა. მახსოვს, რა საშინელი პერიოდი გამოვიარე, რა რთული იყო ეს ყველაფერი. მაგრამ როცა ახლა უკან ვიხედები, ვხვდები რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ყველაფერი გამოვიარე, ნამდვილი ლეგენდებისა და ლიდერების ხელში გამოვიწრთვენი.“

"ეს ყველაფერი რთული იყო, მაგრამ უნდა გამევლო, რადგან სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი, და ვერ შევდგებოდი იმად, ვინც ვარ", - დაასრულა ნევილმა.

ფაქტია, ნევილმა 17 წლის ასაკში ამ ყველაფერს გაუძლო და „92-იანების კლასის“ ნაწილიც გახდა. მან, საბოლოოდ, 8 პრემიერ ლიგის ტიტული, 3 ინგლისის თასი, 2 ლიგის თასი და 2 ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. „იუნაიტედის“ მაისურით კი საერთო ჯამში 603 მატჩი ჩაატარა.

DailyMail
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: DamPaLiGiGa
16 ნოემბერი 2018 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
საღოლ გარის, ამის მენტალიტეტი ქონდეთ ეხლა რაღა გვიჭირს
0
№2
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ra mebzoli bichi Iyo raa
0
№3
ავტორი: gaga1987
16 ნოემბერი 2018 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ablodismentebi
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2018 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეთი მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელები აკლია მანჩესტერდ და ზოგადად ფეხბურთს
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
17 ნოემბერი 2018 07:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
აი ესაა როცა გუნდში კონკურენცია არის ასე ინდომებს ყველა.მაგრამ არაა კინკურენცია და კი არის დღევანდელი სიტუაცია
0
№6
ავტორი: stepno
17 ნოემბერი 2018 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უმაგრესი კაცი
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
17 ნოემბერი 2018 13:04
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ამის მენტალიტეტის ნახევარიც არავის არააქ დღევანდელ იუნაიტედში
0
№8
ავტორი: Svanchester
17 ნოემბერი 2018 13:35
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
პატივისცემა გარის კიდევ და კიდევ
0
№9
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დიდად რეშის და ლინგარდის კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ჩვენი აკადემიაა, აუცილებელია გვყავდეს ასეთი რამოდენიმე ფეხბურთელი გუნდში. კარგი იქნებოდა ცოტა თავისებური ხასიათიც რომ ქონდეთ. არ არიან ასაკით პატარები მაგრამ მენტალურად ისევ პატარები არიან სამწუხაროდ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top