თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 15:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1462,
კომენტარები: 10
ვალენსია თავის მდგომარეობას გამოეხმაურა
ეკვადორელი ფეხბურთელი უთამაშებლობის მიზეზს ხსნის.
ვალენსია თავის მდგომარეობას გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ანტონიო ვალენსია აცხადებს, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა მთლიანად ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებაა და არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

"წითელი ეშმაკების" რიგებში ვალენსიამ თავისი ბოლო მატჩი ოქტომბრის დასაწყისში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" წინააღმდეგ. მარჯვენა მცველის არყოფნა კი მოურინიომ ცუდი ფიზიკური ფორმითა და გადატანილი ოპერაციით ახსნა.

მედიაში კი ირწმუნებოდნენ, რომ ვალენსიას უთამაშებლობა ჟოზესთან კონფლიქტის ბრალი იყო. ამაზე მიმანიშნებელი იყო 33 წლის ეკვადორელის მიერ სოციალურ ქსელში მოურინიოს გათავისუფლებისკენ მოწოდებული პოსტის მოწონებაც.

საკლუბო დონეზე შექმნილმა პრობლემებმა ვალენსიას ნაკრებში გამოძახებაში ვერ შეუშალა ხელი. წუხელ პერუს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩისა და გატანილი გოლის შემდეგ ანტონიომ უარყო მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა და ამავდროულად აღიარა, რომ ამჟამად კლუბის თავკაცის ნდობა დაკარგა.

"მოურინიოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ამჟამად არ ვთამაშობ, მაგრამ ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა. ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშობს. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

ისღა დამრჩენია, ვიშრომო და მზად ვიყო, როცა მწვრთნელს დავჭირდები. შესაბამის მდგომარეობაში უნდა ვიყო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად. მშვიდად ვარ ვიცი, რომ შანსს მივიღებ",
- განაცხადა ვალენსიამ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
16 ნოემბერი 2018 16:10
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
შეგვაბერდა ესეც :)
0
№2
ავტორი: Lev
16 ნოემბერი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1512
აღარ გვინდა რა მოგვბეზრდა ძმაო ეს ვალენსია იანგი სმოლინგი ჯონსი...უფანტაზიო ერთუჯრედიანი ფლანგის და ცენტრალური მცველები..მერე აქ ეს ნახევარდაცვის ცენტრში 3მეტრიანი აყლაყუდები ტლანქი ზოზინა შეტევები. ჩაჯმული და უჯიგრო მწვრთნელები ერთმანეთზე უარესები....ამოვიდა ყელში..კაცი 5 წლის წინ წავიდა და იმის მერე ნორმალური ფეხბურთელი ვერ ვიყიდეთ და ცოტა ყვ---ბიანი მწვრთნელი ვერ მოვიყვანეთ...უაზრო გაუმართლებელი ტრანსფერების მთელი ჯოგი და მერე ბევრად იაფად გაყიდულები თითქმის ყველა მწვრთნელი შენ---რეული ბოლო განსაკუთრებით.. ვუდვორდ გაიკეთე საათების და ღვინის რეკლამა პრ---ჭში და დაახვიე სადმე საბანკო სფეროში.ნეტა იყიდონ ამ შეიხებმა იქნებ ამათ მაინც უყვარდეთ ფეხბურთი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: JuanMata
16 ნოემბერი 2018 17:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ყველაფერი უფრო მარტივადაა, ინსტაგრამზე იმ კომენტარის დალაიქება არ აპატია. wink
0
№4
ავტორი: mishiko1
16 ნოემბერი 2018 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ვალენსია ყოველ შემთხვევაში ჯიგრიანად თამაშობს მაინც ზოგიერთებისგან განსხვავებით ერთი ორი სეზონი კიდევ გამოადგება გუნდს თუნდაც შეცვლებზე.
0
№5
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2018 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11412
Imedia male dabrundeba sastavshi
0
№6
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2018 20:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაი ხანია დრო მოვიდა ვალენსიას შემცვლელი მოვიდეს გუნდში
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2018 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმ ლაიქის ბრალია ეგ და არა ოოერაციის და ფორმიდან ამოვარდნის
0
№8
ავტორი: stepno
17 ნოემბერი 2018 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვალენსია,იანგი,სმოლინგი,ჯონსი გაუშვით გთხოვთ და მოიყვანეთ შედარებით მაღალი კლასის ფეხბურთელებიი რა გაგიხდათ ბიჭოო.
0
№9
ავტორი: Svanchester
17 ნოემბერი 2018 13:38
  • სიახლეები: 2761
  • კომენტარები: 3857
"like" ძვირად დაგიჯდა შენ ))
0
№10
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ასაკშია უკვე, ჯობია სკამიდან შემოვიდეს ხოლმე სანამ ჩავანაცვლებთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top