თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2018, 15:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1435,
კომენტარები: 6
ლონდონელები ბაიით დაინტერესდნენ
კოტ დ'ივუარელის სამსახურით კონკურენტები ინტერესდებიან.
ლონდონელები ბაიით დაინტერესდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის, ერიკ ბაიის სამსახურით "არსენალი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი, ის კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმისაწვდომი შეიძლება აღმოჩნდეს,

2016 წლის ზაფხულს ბაიი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი გახდა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისას. აფრიკელმა დამაჯერებლად ჩაატარა სადებიუტო სეზონი, მაგრამ შემდეგში ძალიან მოუკლო.

მიმდინარე სეზონში კოტ დ'ივუარელმა საბოლოოდ დაკარგა პორტუგალიელის ნდობა, ოქტომბერში "ნიუკასლთან" გამართულ მატჩში კი მე-19 წუთზე შეცვალეს. შედეგად, ბაიი სერიოზულად არის "ოლდ ტრაფორდის" დატოვებაზე ჩაფიქრებული და იანვარში თავისი სურვილის ასრულებას ეცდება.

ბრიტანული მედიის თანახმად, ბაიის პრემიერ ლიგის დატოვება სულაც არ მოუწევს, ვინდაინ "ვილიარეალის" ყოფილ ფეხბურთელს ჩრდილოეთ ლონდონიდან ექნება შეთავაზებები.

მოსალოდნელია, რომ მოურინიო წინ არ აღუდგება ერიკს, თუ იანვარში დაცვის ცენტრში ახალწვეულს დაიმატებს. წყაროს ცნობით, ჟოზემ "იუნაიტედს" კალიდუ კულიბალის შეძენა დაავალა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა, უფრო რეალური კანდიდატებით დაკმაყოფილება მოუწევს.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2018 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Dzalian magari imedi mqonda am bichis
0
№2
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2018 20:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე დამავიწყდა გუნდში რო გვყავს. ნახევარზე მეტ მატჩებს ტოვებს
0
№3
ავტორი: dybbuk
16 ნოემბერი 2018 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1528
ძალიან გულდასაწყვეტია ამ ბიჭის მდგომარეობა, რეალურად მასზე უკეთესი ცენტრი არ გვყავს და 1 შეცდომის გამო ტიპს კარიერა მოუსპო გუნდში რასაც ქვია, იმედია არ წავა და სეზონის ბოლომდე მაინც დარჩება, სხვა მწვრთვნელის ხელში ძაან მაღალ დონეს დადებს მგონია და მომავალ წელსაც თუ მოურინიოს ყურება მოიგვიწევს ბაიი კიარა ტუანზებეც გაიქცევა ამ გუნდიდან
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2018 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ შეიძლება ასე უშანსოდ ბაიის დატოვება
0
№5
ავტორი: stepno
17 ნოემბერი 2018 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ხოო ეს გაუშვან დაა სმოლინგი და ჯონსი დატოვოონ :(((((((((((((((((((((( აუუ რას გვიშვრებაა ეს მოურინიოო მართლაა რააააას
0
№6
ავტორი: GIOMU
19 ნოემბერი 2018 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
არაა ეს გასაშვები, ყველას მიცეს შანსი და ამის შანსი რა იყო 2 3 თამაში?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top