თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2018, 11:52
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1378,
კომენტარები: 9
მოურინიო:"შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ"
დერბიში განცდილი მარცხის შემდგომი კომენტარი.
მოურინიო:
საკმაოდ უსახური მატჩი ჩაატარა, გუშინ, მეზობელ "სიტისთან", "იუნაიტედმა". ნებისმიერ ასპექტში, იქნება ეს სტატისტიკა თუ იქნება ეს თამაშის ხარისხი, "სიტიმ" აშკარად დაჯაბნა "ეშმაკები" და ამასთან დაკავშირებით, არავის აქვს კითხვები. გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაცხადება გააკეთა "წითლების" თავკაცმა - ჟოზე მოურინიომ.

"არ შეიძლება ფეხბურთის შეფასება სტატისტიკის მიხედვით, ასე იქცევა ის გულშემატკივარი ან ექსპერტი, რომელსაც არ ესმის ფეხბურთი. მთავარია კონკრეტულ მომენტში რა, როგორ გააკეთა გუნდმა და რა ვიგრძენი მე, მთლიანი მატჩის მიმდინარეობისას. მე არ შევაფასებ ჩემი გუნდის თამაშს, როგორც ცუდ პერფორმანსს, რადგან ეს ასე არ იყო. ჩვენ დავუშვით შეცდომები და "სიტიმ" შეძლო ამ შეცდომების გამოყენება. თუმცა, ჩვენ ვაჩვენეთ ბოლომდე ბრძოლის მაგალითი, ანგარიშის მიუხედავად და ეს არის ის, რასაც ვაშენებთ და ამის დაკარგვას არ ვაპირებთ ერთი წაგებული მატჩის გამო."

ერთია როგორ ხედავს მოურინიო მისი გუნდის მიერ ნაჩვენებ ფეხბურთს, თუმცა მეორე საკითხია რეალურად რა ხარისხის პერფორმანსი აჩვენა "იუნაიტედმა". მიღებული მოსაზრებაა, რომ გუნდის წარმატების საწინდარი მოძრავი და მდიდარი ფანტაზიის უნარის მქონე ცენტრია. გუშინდელი სამეული ერერა-მატიჩი-ფელაინის სახით, ძალიან მძიმეა და არანაირი მომენტის შემქმნელობითი უნარები არ გააჩნია. მიუხედავად ტანმაღალი ფეხბურთელებისა, გუნდმა სტანდარტებზეც ვერ ითამაშა. რომ შევაჯამოთ გუშინდელი პერფორმანსი, გუნდში არცერთი რგოლი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა გუნდის ლიდერობას და მისცემდა თერთმეტეულს მიმართულებას.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
12 ნოემბერი 2018 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
სეზონის ბოლომდე ამას არავინ გაუშვებს.იმედია სეზონის ბოლოს მაინც გვეშველება და წავა ან გააგდებენ.
2
№2
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2018 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzalian igznoboda centrshi pogbas ar yofna:((
0
№3
ავტორი: Malboro463
12 ნოემბერი 2018 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჩვენ ვაჩვენეთ ბოლომდე ბრძოლის მაგალითი, ანგარიშის მიუხედავად და ეს არის ის, რასაც ვაშენებთ და ამის დაკარგვას არ ვაპირებთ ერთი წაგებული მატჩის გამო."


გვეღადავება ეს დედა მოტ...
0
№4
ავტორი: JuanMata
12 ნოემბერი 2018 13:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეალურად, რომ შეაფასო იუვესთან თამაშზე უარესი ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ იქ იუვემ მომენტები ვერ გამოიყენა და აქ ჩვენ ერთი-ორი ავტოგოლი/რიკოშეტი დაგვაკლდა.
ჩვენი გუნდის თამაში მონეტის აგდებას გავს, ვერასდროს გაიგებ წინასწარ რა შედეგი მოგივა.
მაგრამ გრძელვადიან მონაკვეთში რაც მეტჯერ ააგდებ მონეტას უფრო უახლოვდება შედეგი 50%.

მოკლედ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მოურინიოს განსაკუთრებულ სტილზე, რომელიც მომენტების გარეშე მოგებას გულისხმობს, სანამ შეტევაში თამაშის ხარისხს არ გავაუმჯობესებთ, შედეგიც არ იქნება სტაბილური.
0
№5
ავტორი: shotkin
12 ნოემბერი 2018 15:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
უკვე 3 წელია აქაა და 2 ე წელს როცა 3 ტიტული მოიგო კიდე იგრძნობოდა რო მოურინიოს აქ მომავალი თითქოს ექნებოდა და გუნდსაც მომავალი ექნებოდა მარა აი რასაც ეხლა ვუყურებთ ყველა ნათელია იმის დანახვა რო ან ვერ ხოდავს ეს კაცი გუნდს ან ფეხბურთელებს არ უნდათ რო გააკეთონ ის რსაც ეუბნება მწვრთნელი ან არ სეუძლიათ ფეხბურთელებს იმის კეთება რასახ ეს კაცი ავალებს. ჯერ უნდა მოხდეს ზუსტად დაზუსტება პრობლემის და მერე რეაგირება. გასგებია რო მოუ კლასნი მწვრთნელია თავისებური ხედვით და სტილით და ისიც გავიგეთ რო მანჩესტერში ეს არ მუშაობს. ქაოსია სრული ამ გუნდში და ყველაფერი რომ შევაჯამო მგონი ჯობია რო სეზონის ბოლოს მწვრთნელი წავიდეს, რეალშიც იყო მოუ და როგორც ფერგი ამბობდა მაშინ ევროპაში ყველაზ სახიფათო კონტრშეტევა რეალს ყავდა, მარა რეალის შემადგენლობა სხვაიყო და იქ რონალდო თამაშობდა და აქ არარიან ისეთი დონის ფეხბურთელები იმ რაოდენობით და არც რონალდოსნაირია ვინმე. რაცარუნდა იყოს ვფიქრობ რომ მოურინიოსაც ქონდა საკმარისი დრო გაეყარა ზედმეტი ხალხი და არ მეგონა მა დრომდე თუ იქნებოდა გუნდში ეშლი იანგი,ლინგარდი,როხო.ჯონსი,სმოლინგიც, ფელაინიც, მარა არიან და ფაქტიც სახეზეა + ამას მოუს მიერ მოყვანილი ფეხბურთელებიც ვერ ბრწყონავენ ან ძალით არ ბრწყინავენ და სასწაულებიც არ ხდება და წელს ეს გუნდი არაფერს სერიოზულს არ მოიგებს და არც მჯერა რო მოუ თუ დარჩა დიდად რამე სეიცვლება შემდეგი წლისთვის საერთოდ აზრი არ აქ ტრანსფერებს იმიტორო გუნდის ხერხემალი ყველა პოზიციაზე არის გუნდში და საშინლად გამოიყურებიან, როცა გყავს დე ხეას ნაირი მეკარე დიდი შვებაა, გასაგებია რო დაცვა არ ბრწყინავს მარა მანდაც 15000 კაცია და 1 არ ვარგა და ეგეც მოუს ბრალია რო აქამდე არ გაუშვა ზედმეტი ხალხი და მაგის მოყვანილი არც ლინდელოფი ამართლებს და არც ბაილი. ნახევარდაცვაში პოგბაა წინ ლუკაკუ მარსიალი სანჩესი, ჯერ მარტო ამ 4 კაცის შეთამაშებით შიშის ზას დასცემდა გუნდი ნებისმიერს მარა აქაც უნიათობა იგრძნობა მწვრთნელის. ხოდა იმის თქმა მინდა რო არაფერს აზრი არა ქ სანამ მოუ აქ იქნება გაკეთდება 100 მილიონიანი ტრანსფერი 1 კაცში და ისიც ითამაშებს სანჩესივით ან ლუკაკუსავით ეგიქნება და ეგ.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 ნოემბერი 2018 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე მეგონა კარგად თუ ვითამაშეთ და მაინც წავაგეთ wink
0
№7
ავტორი: Phil Jones
12 ნოემბერი 2018 16:20
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბურთების შეფარდება -1 ცოტა ტეხავს 12 ტურის მერე. კონკრეტულ ავტობუსს თაავი რომ გავანებოთ. 1 შანსია ზამთარში დაიხარჯოს 300 მილიონამდე სხვა გამოსავალს ვერვხედავ...
0
№8
ავტორი: giorgi_mg
12 ნოემბერი 2018 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამან სხვა თამშს უყურა თუ ჩვენ გვაბოლებს და გვადებილებს
კარში გუნდს არ დაურტყავს და სტატისტიკას ნუ მიაქცევთ ყურადღებასო. სტატისტიკა ვისღა ადარდებს ჭ კლასის ფეხბურთს რომ ათამაშებ გუნდს შენ და ჩვენ კიარა 5 წლის ბავშვიც ხედავს მაგას.
დასაწერი და სათქმელი ხო იმდენი მაქვს 1 სთ წერას ვერ მოვრჩები, მაგრამ აზრი? ამ ნაწერს არც ვუდვორდი და მითუმეტეს არც გლეიზერები წაიკითხავს.
დარწმუნებული ვარ ყველა უტდ_ს გულშემატკივარი ჩემს დღეშია, დანა რომ დამარტყა სისხლი არ წამომივა, გამწარებული გულშემატკივრები ქვია ამას რაც ჩვენ გვჭირს, ამაზე მეტი და ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდეს, დაგვახია ყველამ ბურთი თავზე! საშუალება რომ მქონდეს ოლდ ტრაფორდის წინ კარავს გავშლიდი და ვიშიმშილებდი... იმის მოთხოვნით რომ გლეიზერებმა დაა.ვიონ გუინდიდან!
არც ჟილკა, არც პასის კულტურა, არც დისწიპლინა, არც კრეატივი, მკლედ მე 1 პოზიტივიც ვერ დავინახე ამ თამაშში თქვენი არ ვიცი.
აღარავის ჭირდება მოუ და მაგის მო...ლი ფილოსოფია!
ნა..უი გუნდიდან სასწრაფოდ!
0
№9
ავტორი: GIOMU
13 ნოემბერი 2018 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მე ვთვლი რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის საკადრო პრობლემა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი უნდა წავიდეს და ასევე ბევრი უნდა მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი მწვრთნელი ვერ გვიშველის.

ერერა, მატიჩი, დარმიანი, სმოლინგი, ლინდელოფი, სანჩესი, იანგი, ვალენსია. ესენი უნდა წავიდნენ და ამათ ადგილას მოიყვანონ ახლები. რაც მალე გააკეთებენ უკეთესი იქნება, იქნებ ახალი სეზონის დაწყებამდე ადაპტაცია მოახდინონ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top