თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2018, 13:56
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1362,
კომენტარები: 4
სილვა:"ჩვენ გავაქრობთ "იუნაიტედის" იმედებს"
პორტუგალიელი ფეხბურთელის ინტერვიუ.
სილვა:
დღეს დერბის დღეა და სრულიად განსხვავებული ატმოსფერო სუფევს მანჩესტერის ქუჩებში. ქალაქი ორად გაიყოფა, წითელ და ლურჯ ნაწილებად. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაში არიან გუნდები, ეს მატჩი ყველა ასპექტში დაძაბული იქნება. ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ლურჯების" პორტუგალიელმა შემტევმა, ბერნარდო სილვამ.

"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც პორტუგალიაა, სასიახარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვყავს კრიშტიანუ და მოურინიო. მათ გაუთქვეს სახელი თანამედროვე პორტუგალიურ საფეხბურთო სკოლას და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მე, როგორც ყველა პორტუგალიელი, ვამაყობ მოურინიოთი. მაგრამ რამდენი ქულა აშორებს "იუნაიტედს" ჩვენამდე? ალბათ 9. სეზონის ამ ეტაპზე ეს ძალიან ბევრია და, ვფიქრობ, რომ ისინი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებენ. ჩემპიონობის უკეთესი შანსები "ლივერპულს", "ჩელსის", "ტოტჰენჰემს" და "არსენალსაც" კი, უკეთესი აქვს."

ერთი შეხედვით ნამდვილად სწორად აფასებს სილვა შექმნილ მდომარეობას, თუმცა ჯერ სეზონის მესამედია გასული და დაკარგული ჯერ არაფერია.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2018 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სად წერია გავაქრობთოო?? და მერე კიდე 7,15 რა კოეფიციენტა დაგვცინიან?? აი დღეს მოვიგოთ და არ მინდა არაფერი ამათი დედას ცენზურა მე
0
№2
ავტორი: N.Vidic
11 ნოემბერი 2018 14:43
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ციტატა: ikeoni
სად წერია გავაქრობთოო?? და მერე კიდე 7,15 რა კოეფიციენტა დაგვცინიან?? აი დღეს მოვიგოთ და არ მინდა არაფერი ამათი დედას ცენზურა მე


ანუ ხშირად ხდება ისე, რომ სტატიის სათაური ამოგლეჯილია სრული ინტერვიუს იმ ნაწილიდან, რომელიც საიტზე აღარ იდება. შესაბამისად ამიტომ არ არის ტექსტში ეს ფრაზა. winked
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 ნოემბერი 2018 14:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტი ფავორიტია ორი აზრი არაა, თუმცა გუნდი ამჟამად კარგ ხასიათზეა - არა კარგ ფორმაში, ამიტო მაინც მჯერა მოგების.
0
№4
ავტორი: stepno
11 ნოემბერი 2018 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
8.00 მანჩესტერის კოეფიციენტიი ეს სასაცილო კიარა მართლა სატირალიაა გული მწყდებაა ძალიან. არასოდეს არ დაფიქსირებული დარწმუნებული ვარ ესეთი კოეფიციენტი მანჩესტერის მოგებაზე. ძალიან ცუდ დღეში ვართ და ეს მუხტი რაც ეხლა გვაქ არანაირ შემთხვევაში სიტის არ უნდა ჩავაქრობინოთ პირიქით უნდა მოუგოთ და კიდე უფრო უნდა ირწმუნონ საკუთარი ძალების ბიჭებმაა. დრეს დარწმუნებული ვარ მანჩესტერის დაცვა ძალიან დიდი მონდომებით და პროფესიონალურად ითამაშებს ესე მგონია არ გავახარებთ სიტის არც ერთ მონაკვეტში მოედნის. უნდა მოუგოთ !!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top