თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2018, 12:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1452,
კომენტარები: 7
სანჩესის გეგმები ცნობილია
ჩილელს საკუთარ კარიერაში ახალი გამოწვევების მიღება სურს.
სანჩესის გეგმები ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კარიერა საფრანგეთის ლიგა 1 - ში გააგრძელოს.

The Times - ის მიერ გავრცელებული ცნობით, სათამაშო პოზიციით მარცხენა ვინგერს კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. ცალსახაა, რომ ალექსისი "ოლდ ტრაფორდზე" თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

ფეხბურთელის აგენტმა უკვე დაიწყო იმ კლუბთა სიის შედგენა რომელთაც სანჩესის გადაბირება სურთ, მოწინავე ადგილზე კი ფრანგული "პარ სენ ჟერმენია", როგორც ჩანს ტუხელი ჩილელ ფეხბურთელს აკვირდება.

ჟოზე მოურინიო ალექსისის ფიზიკური მომზადებით უკმაყოფილოა, საინტერესოა ერთი ფაქტიც, სანჩესს გუნდის ესპანურ ენოვან მოთამაშეებთან კომუნიკაცია ძალიან უჭირს.


წყარო: euro-football


თქვენი აზრით რატომ ვერ ათამაშდა სანჩესი?

მოურინიოს სქემებს ვერ მოერგო
ასაკთან ერთად ეფექტურობა მოაკლდა
წნეხის ქვეშაა

სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 ნოემბერი 2018 12:18
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რონალდუს წყევლა სანჩესზეც გავრცელდა, ეს 7 ნომერი ხო ვერ ათამაშდა კლუბში.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 ნოემბერი 2018 12:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მგონია რო ახალი მწვრთნელისა და ახალი სათამაშო პირობების შემტხვევაში ათამაშდება
0
№3
ავტორი: Svanchester
11 ნოემბერი 2018 12:21
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სანჩესი არ არის ის ფეხბურთელი რომელსაც ჟოზე მოურინიოს ხელში პროგრესი ელოდა, ვენგერის ფილოსოფია კარგად ჯდებოდა მასში, ალექსისს შემტევი ფილოსოფიის მწვრთნელი სჭირდება, წარმოდგენაც არ მინდა რა იქნებოდა ეს გვარდიოლას ტაქტიკურ სქემებში.
0
№4
ავტორი: JuanMata
11 ნოემბერი 2018 13:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
შეტევა არ გვაქვს საერთოდ, არც პოზიციური არც კონტრა. უბრალოდ არ იციან როგორ მოიქცნენ როცა ბურთი აქვთ და მეტოქის ნახევარზე არიან.
ეს პრობლემა მარტო სანჩესს არ აქვს, იგივე ჭირს რეშფორდსაც, მატასაც, ლუკაკუსაც და მარსიალსაც.
მარსიალს უბრალოდ კარგი დრიბლინგი აქვს, ბურთს ახლოს ატარებს და სწრაფად შეუძლია მოკლე მონაკვეთებში ჩამოიშოროს მოწინააღმდეგეები, ამიტომაც გამოსდის რაღაც მაინც.

სანჩესისგან ბევრად მეტს ველოდით და ეს ამწვავებს მის ცუდ თამაშს და უშედეგობას შეტევაში, თორემ რეალურად ყველა შემტევს უჭირს მანჩესტერში. ამიტომაც მგონია რომ სხვა მწვრთნელის ხელში, არამარტო სანჩესი გააუმჯობესებს თამაშს, არამედ ნებისმიერი ჩვენი თავდამსხმელი პოტენციურად ბევრად ძლიერია, ვიდრე ამას მანჩესტერში აჩვენებს.
0
№5
ავტორი: Malboro463
11 ნოემბერი 2018 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ეს შეუთამაშებლობა მაინც მგონია რო მწვრთვნელის ბრალია და არა ფეხბურთელების
0
№6
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2018 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მართლა რა გახდა ეს 7 ნომერი
0
№7
ავტორი: stepno
11 ნოემბერი 2018 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოურინიოს ბრალია ბურთს რო ვერ იღებსს?? კარგით რაა ხალხოო კარგით რააა @@@@@@@@@@@
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top