თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2018, 23:41
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1269,
კომენტარები: 5
რაშფორდი:"დერბი - ეს დიდი გამოცდილებაა"
ახალგაზრდა "ეშმაკის" შემართება მატჩამდე.
რაშფორდი:
ხვალინდელი დერბი ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად "იუნაიტედის" აღზრდილებისთვის. აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები ამ კულტურით იზრდებიან, რომ "სიტი" მათი მოსისხლე მტერია და თავდაუზოგავად უნდა გაისარჯონ მათ წინააღმდეგ. ხვალინდელ მატჩს მარკუს რაშფორდი გამოეხმაურა.

"ჩემთვის, ჩემს კარიერაში, გამარჯვების მომტანი გოლის გატანა "სიტის" კარში, ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი მომენტი იყო. დერბი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა ისეთი მატჩებიდან, რომელიც მთავრდება 3-0 ან 4-0, დიდი ალბათობით ვერაფერს ახალს ვერ იღებ. თუმცა როდესაც 1-0 ან 1-1 მთავრდება საკმაოდ რთული მატჩი, ბევრი შეიძლება მიიღო ამ მატჩისგან. სწორედ ასეთი რთული მატჩები მიყვარს, რომელიც უკეთესს გხდის, როგორც სპორცმენს."

ჯერ უცნობია იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში მარკუს რაშფორდი, თუმცა ფაქტია, რომ მას ძალიან კარგად გამოსდის "მეზობელ გუნდთან" თამაში.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2018 23:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხოდა 3-0-ს და 4-0-ს ხო არ მოვიგებთ, წავაგოთ და უფრო ბევრს ვისწავლით ან ფრე გავაგოროთ 1-1 :)))
0
№2
ავტორი: Lalana
11 ნოემბერი 2018 01:36
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
სილვას კარგად კი წაუგდია ენა.ზედმეტს საუბრობს.სიტის საუკუნეები არ ეყოფა იუნაიტედის დონემდე მისასველად.ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის გემო გაიგონ და მერე ისაუბრონ ამდენი.თავიანთ ისტორიაში ერთადერთხელ გავიდნენ ნახევართფინალში და მაგაზე იყო დიდი ზეიმი.რაც შეეხება მანჩესტერის გაცისფერებას ესეც დიდი ტყუილია,რადგან ბოლო წლებში,ვან გაალისა და მოურინიოს ნამოღვაწარს თუ შევადარებთ აშკარად პლიუსში ვართ ურთიერთ შეხვედრებში,ამიტომ ჯობს ზედმეტი არ ისაუბრონ.აი ლივერპული ხომ არ მევასება მაგრამ ჩემთვის დღეს-დღეობით სიტი ბევრად პრინციპული მეტოქეა,იმის და მიუხედავად რომ ჩვენადე ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ.დიდი იმედი მაქვს რომ ისევ ჩელსი გახდება ჩემპიონი,რადგან არამგონია ჩვენ გავიქაჩოთ ჩემიონობისთვის და მაგ ორს ისვ ჩელსის მოგება მირჩევნია.
0
№3
ავტორი: GIOMU
11 ნოემბერი 2018 02:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
შენ ამდენ საუბარს ჯობია ერთი ერთზე გასვლის დროს მომენტების რეალიზებაზე ივარჯიშო.
0
№4
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2018 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi markus unda sheugdo uechveli
0
№5
ავტორი: Svanchester
11 ნოემბერი 2018 09:35
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დღეს სიტი უნდა მივაყოლოთ იუვენტუსს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top