თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2018, 23:13
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1528,
კომენტარები: 5
სპალეტიმ მოურინიო დაიცვა
"თუ ლომს გააბრაზებთ, ის გამხეცდება".
სპალეტიმ მოურინიო დაიცვა
ყველამ ვიცით, როგორი აჟიოტაჟიც მოჰყვა მოურინიოს მატჩის შემდგომ ჟესტს ტურინში. მასთან მაშინვე მიირბინა ბონუჩიმ და პორტუგალიელ სპეციალისტს, ურთიერთპატივისცემისგენ მოუწოდა. ბევრმა საფეხბურთო ექსპერტმაც განიხილა ეს თემა და აზრებიც ორად გაიყო. ამ თემას ასევე გამოეხმაურა, "მილანის ინტერის" მწვრთნელი - ლუჩიანო სპალეტი.

"მატჩის ბოლოს მან განცხადება გააკეთა, რომ მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ალბათ ყველანი ვეთანხმებით ამ აზრს. ძალიან დიდი ზეწოლაა მასზე და მე არ გამკვირვებია მსგავსი რამ, თითქოს, ის ამ ზეწოლაზე მაღლა დადგა და გადალახა. ეს ყველაფერი მოურინიოს შოუს ნაწილი იყო, იმ შოუსი, რომელიც ტურინში დადგა მოედანზე. დიახ ასეა, როდესაც ლომს გააბრაზებ, ადრე თუ გვიან ის გამხეცდება და არ დაგინდობს."

მოურინიოს ამ ქმედებას საკმაოდ საინტერესოდ, ასევე, კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა, რომელიც აშკარად ძალიან მოიხიბლა მისი კოლეგის ქმედებით.
სპალეტიმ მოურინიო დაიცვა
ფაქტი ისაა, რომ არც სპალეტის და არც ანჩელოტის, ნამდვილად არ ეხატებათ გულზე "იუვენტუსი" და მათი რეაქცია/კომენტარებიც აქედან გამომდინარეობს.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2018 23:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარლომაც მაგრად უპასუხა ჟურნალისტებს :)
0
№2
ავტორი: GIOMU
11 ნოემბერი 2018 02:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფაქტია რომ მოუს უხდება ეს ყველაფერი. კი ვამბობთ იუვესთან გაგვივარდაო, მაგრამ ფაქტია გადაება ეს გავარდნები, აი სიტისთან დაფიქსირებული შედეგი უკვე ამ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ვნახოთ აბა რა მოხდება. აქაც თუ მოვიგეთ ან გინდაც როგორც ლონდონში ჩელსისთან ფრე ვითამაშეთ ისე განმეორდა უკვე ამ ყველაფერს გავარდნას ვეღარ დავარქმევთ.
0
№3
ავტორი: Z A R D I
11 ნოემბერი 2018 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
კარლომ კარგად გამაცინა wink ვნახოთ დღეს რას იზავენ სიტისთან თუ მოვიგეთ ვიტყვი რო რაღაც პროგრესი არის. თუ წავაგეთ დიდი ტრაგედიაა არაა ამ სიტისთან ყველას უჭირს. იმედია შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ მაშინვე, და არა მაშინ 2-0 რო აგებენ და თამაშის შემოტრიალება უნდათ. აბა წარმატებები ბიჭებს!!!
0
№4
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2018 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mteli tamashi aginebdnen da rogor ginda moitmino da ragacit ar upasuxo
0
№5
ავტორი: Manutd.ge
11 ნოემბერი 2018 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ეჰ გუცაევი რო გაიქცეოდა ბურთით რა დრო იყო.......... ამირანი 78 წლის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top