თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2018, 16:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 4
მოურინიო: "როგორ ვიღებ მაქსიმუმს მარსიალისგან"
ჟოზემ თავისი ქმედებების მართებულობას გაუსვა ხაზი.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ არასდროს დანებებულა ენტონი მარსიალის შემთხვევაში, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშით საფრანგეთის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო.

ფრანგმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გულშემატკივართა ვერსიით.

მარსიალი ასევე დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პრემიერ ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში. ის ამავე წოდებაზე "იუვენტუსთან" მატჩშიც წარადგინეს, თუმცა მას ხუან მატამ აჯობა.

ენტონის იმედი აქვს, რომ თავის შესანიშნავ ფორმას "ეტიჰად სტედიუმზე" მანჩესტერულ დერბიშიც განაგრძობს, სანამ დიდიე დეშამის გუნდს შეუერთდება ერთა თასისა და ამხანაგური მატჩის დროს.

მაღალი მნიშვნელობის მქონე მანჩესტერული დერბის წინ ჟურნალისტ ჰელენ ევანსთან საუბრისას მოურინიომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა მარიალის მისამართით.

"არასდროს დავნებებულვარ. არასდროს დავუტოვებივარ მისდამი ასეთი მოპყრობის სისწორეში დარწმუნებულობის შეგრძნებას, მაშინაც კი, როცა სირთულეებს აწყდებოდა.

ვიცოდი, რომ ნამდვილად უმაღლესი დონის ფეხბურთელად ქცევაში მას დასჭირდებოდა ჩემ მიერ დასახული ბარიერების გადალახვა. ყველაფერი მის ნიჭზეა დამოკიდებული, მას კი ფენომენალური ნიჭი აქვს.

საკითხი მდგომარეობდა უმაღლესი დონის ფეხბურთელის არსის გაგებაში, რადგან დიდი სხვაობაა ნიჭიერსა და მაღალი დონის ფეხბურთელს შორის".
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
10 ნოემბერი 2018 16:32
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
გამარჯობათ. ბიჭებო აბა რჩევა მინდა თქვენი. უნაიტედის 2 მეწერა იუვესთან და სიტისთან მიწერია 2 ფრეზე გაყრით. მიდევს 40 ლარი და ვიგებ 1000ლ. ქეშაუთი მაქვს 103ლ. რა ვქნა? დავაქეშაუთო თუ ჩავუდებთ სიტის და დაველოდო ბარემ
0
№2
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2018 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Mememgoni martla sworad iqceoda marsostan mimartebashi da bolo bolo miagwia tavisas

ციტატა: ALEXFERGUSON
გამარჯობათ. ბიჭებო აბა რჩევა მინდა თქვენი. უნაიტედის 2 მეწერა იუვესთან და სიტისთან მიწერია 2 ფრეზე გაყრით. მიდევს 40 ლარი და ვიგებ 1000ლ. ქეშაუთი მაქვს 103ლ. რა ვქნა? დავაქეშაუთო თუ ჩავუდებთ სიტის და დაველოდო ბარემ

40 lari gidevs dzma da 1000 lars igeb tavidanve riskiani prognosi gaqvs gaketebuli da 60 laris gamo ar girs qeshauti Chemi azrit unda daelodo tu ar gi wyvitaven eg fuli rames
1
№3
ავტორი: GIOMU
10 ნოემბერი 2018 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ძალინა გაიზარდა მარსიალი ფაქტია! ასე თუ გააგრძელა მალე ერთერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2018 21:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სტაბილურად ასე თამაში უნდა ისწავლოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top