თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2018, 16:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1289,
კომენტარები: 5
გუნდის მდგომარეობა დერბის წინ
მოურინიომ ფეხბურთელების ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა დერბის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "სიტისთან" მატჩის წინ თავისი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ახალი ტრავმირებული ფეხბურთელები არ არიან და არსებობს შანსი, რომ რომელუ ლუკაკუ მნიშვნელოვან მატჩში გუნდს დაუბრუნდეს.

ბელგიელ ფორვარდს ტურინში გამართულ დრამატულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია იმედოვრებს, რომ სანამ სანაკრებო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, მანამდე ერთხელ მაინც მოახერხებს თამაშს საკლუბო დონეზე.

"ახალი ტრავმები არ არის. "იუვენტუსიდან" მნიშვნელოვანი ტრავმები არ ჩამოგვიტანია. გარკვეული დარტყმები მიიღეს ფეხბურთელებმა, მაგრამ არა მგონია, "იუვენტუსთან" მყოფი რომელიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდეს.

არსებობს შანსი, რომ კვირას ლუკაკუც დაგვიბრუნდეს",
- განაცხადა მოურინიომ.

მოგვიანებით მოურინიომ ახალი ინფორმაცია გაავრცელ პოლ პოგბას შესახებაც, რომელმაც მცირე ტრავმის გამო საერთო ჯგუფთან ერთად ვერ ივარჯიშა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ამის გამო მატჩს არ დააკლდება.

მწვრთნელს იმედი აქვს, რომ სათადარიგოთა სკამზე ეყოლება გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც მატჩში გარდატეხის შეტანაში დაეხმარებიან, როგორც ეს "იუვენტუსთან" მატჩში მოხდა.

"იუვენტუსთან" საშინაო მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ შეცვლები არ გავაკეთე სათადარიგოთა სკამზე გამოცდილი ფეხბურთელების არყოფნის გამო. მართლაც რთული იყო ალექსისისა და ფელაინის გარეშე თამაში. ყველა თამაშობდა და ცვლილებები არც მქონდა. მდიდრული სათადარიგოთა სკამი ჩვეულებრივ ქულებს ნიშნავს და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ასეთი სკამი გვყავდა, რაც მატჩის შეცვლაში დაგვეხმარა".
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 ნოემბერი 2018 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Dzalian kargi tramvebis dro namdvilad araa
0
№2
ავტორი: kobinio
10 ნოემბერი 2018 18:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Es tamashi moige da rac ginda is gedzaxon...tranvai troleibusi tu traktori ))))
0
№3
ავტორი: levionok
10 ნოემბერი 2018 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ჟოზე მოიგე და ზიდანის დედაც! ეს მოგება იქნება უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი რამეთუ საბოლოოდ ირწმუნოს ძალები გუნდმა ითამაშა ჩელსისთან იუვესთან არა საუკეთესოდ მაგრამ რაც გვსურს იმასტან ახლოს (შეცდომების აღმოფხვრის შემთხვევაში)არ დგას და მუდამ შეტევაზე ფიქრობს და ამაში მარსიალის ღვაწლი დიდია რომელსაც ძულს უკან პასი!
0
№4
ავტორი: GIOMU
10 ნოემბერი 2018 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
დეხეა

იანგი სმოლინგი ლინდელოფი შოუ

ლინგარდი მატა ფელაინი პოგბა

მარკუსა მარსიალი
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2018 21:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაინტერესებს რას იზამენ, არამარტო რეზულტატის მხრივ, ხასისხი როგორი იქნება ესეც საინტერესოა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top