როგორც იცით, ლუკაკუს თამაშით არ არიან კმაყოფილები "იუნაიტედში" და აქტიურად მიმდინარეობს მისი შემცვლელი ფორვარდის ძიება. ასეთ ფორვარდს "იუნაიტედის" სკაუტებმა ლევერკუზენში მიაგნეს, კერძოდ კი ეს ფეხბურთელი არის - ლეონ ბაი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედი" და "ჩელსი" აქტიურად ცდილობენ იამაიკელი ფორვარდის გადმობირებას. ჯერ უცნობია რა თანხაზეა საუბარი ბაის შემთხვევაში, თუმცა მისი ტალანტისა და "იუნაიტედის" რეპუტაციიდან გამომდინარე, საკმაოდ კოლოსალურ თანხაზეა საუბარი.
"ბაიერ ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა - იონას ბოლდტმა გააკეთა განცხადება, რომ ბაი ზამთარში არ გაიყიდება, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.