თბილისი:
მანჩესტერი:
7-11-2018, 12:36
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 6
განსაკუთრებული "იუვენტუსთან" მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ "იუნვეტუსთან" მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
განსაკუთრებული
ჟოზე მოურინიომ "იუნვეტუსთან" მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუკაკუს ტრავმა

დიახ, ის ტრავმირებულია, შესაბამისად ვერ ითამაშებს, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ის კვირას გუნდის დახამრებას.

ჟოზეს საყვარელი სამი თითი

ძალიან კარგი მატჩი გამოდგა, ვფიქრობ, საკმაოდ დამაჯერებლად ვითამაშეთ, მაგრამ რაც "იუვენტუსის" ფანებმა იკადრეს, ჩემი ასეთი რეაქცია სავსებით ლოგიკური იყო, ეს იყო ერთადერთი მიზეზი თუ რატომ ვუჩვენე მათ სამი თითი, რაც შეეხება "ბებერ ქალბატონებს" და მასიმილიანო ალეგრის, კარგი დამოკიდებული გამაჩნია მათ მიმართ, მე და ალეგრი კარგი მეგობრები ვართ. ჩემი იტალიაში მუშაობისას არ მახსენდა რაიმე ცუდი "იუვენტუსთან" მიმართებაში.

ჟოზე, რას ფიქრობთ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ?

დიახ, მეგობრებო, ეს მანჩესტერია. გარეთ გრუხუნებს, წვიმს, ჩვენც თავს საკუთარ სახლში ვგრძნობთ. იცინის

ჟოზე ეცდებით თავიდან აირიდოთ სუსტი სტარტი "იუვენტუსთან" ?

ჩვენ ყოველდღე ვვარჯიშობთ, რომ თავიდანვე დავიწყოთ კარგად მატჩი, მაგრამ ამაოდ, თუმცა თუ ჩვენ ვიწყებთ კარგად და ვასრულებთ ასევე კარგად, იდეალურია! გულშემატკივრებიც ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ ამით. მატჩი მიმდინაორებს 90 წუთის განმავლობაში, თუ შენ მეტოქეს დაუთმე 45 წუთი, ან 20, ან 10, შემდგომ მაინც ვალდებულიხარ დაიჭირო ზუსტი დრო და მომენტი შეტევისთვის.

თუ ჩვენ გვეყო ძალა ბოლო მატჩებში, "იუვენტუსთან" გამოკლებით, შევძელით და ბოლო წუთებზე მოვიპოვეთ გამარჯვებაც, ასევე დავკარგეთ 2 ქულა ბოლო წუთზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ეს "იუვენტუსია" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ძალიან რთულია, მათთან სტუმრად იყო დომინანტი.

ჟოზე თქვენ თქვით, რომ შეცვალეთ სათამაშო სტილი და უფრო შეტევაზე გადაერთვეთ, ეს ხომ არ გამომდინარეობს ფანების მხრიდან გამოთქმული უკამყოფილებიდან თუ თვლით, რომ ტიტულის მოგება ე.წ ავტობუსით შეუძლებელია ?

ოოჰ, ძალიანაც კარგად შეიძლება მოგება, ძალიან ძალიან კარგად. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიაროთ იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, მესმის, რომ ბოლო თამაშებზე საკმაოდ ბევრ გოლს ვუშვებთ და ჩვენს სუსტ წერტილებს ვამჟღავნებთ, როცა ის შეგიძლია დაფარო დაცვითი სტილით თამაშის დროს. საერთოდ, დღეს მემგონი ყველა თემას შევეხეთ, გარდა მოახლოებული მატჩისა, ჩვენ ვეთამაშებით ამ ჩემპიონატის ფავორიტ გუნდს!

ჟოზე, ამ კვირაში საკმაოდ რთული კალენდარი გელით, ფიქრობთ თუ არა, რომ ორივე მატჩი წარმატებას მიაღწევთ ?

საერთოდ არ ვფიქრობ "სიტისთან" მატჩზე, მეტიც არ მაინტერესებს. დღეს ჩვენ გველის დიდი მატჩი - დიდ კლუბთან, ასე რომ არ მაინტერესებს რა იქნება ამის შემდგომ, მთავარი ახლა ჩემთვის "იუვენტუსია". ჩვენთვის ეს მატჩი არ იქნება გადამწყეტი ჯგუფიდან გასვლისთვის, რადგან წინ "ვალესნია" და "იანგ ბოიზი" გველის, მაგრამ, დიახ ჩვენ გვინდა თამაში, დიახ ჩვენ ვითამაშებთ, დიახ ჩვენ გვინდა მოგება! ყველაზე დიდ გამოცდილებას გუნდი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისგან იღებს, თუ ჩვენ წავაგებთ და "ვალენსია" მოიგებს ამით არაფერი დასრულდება, პირიქით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიდეთ ჯგუფიდან!

ჟოზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" საკმაოდ ხშირი მეტოქეები არიან ერთმანეთის, რას ფიქრობთ ევროპული სუპერლიგის შექმნაზე?

მე ეს არ მაინტერესებს.

პოგბასთან ურთიერთობა

ერთია რას წერს პრესა, ერთია რას ლაპარაკობს პოგბა, ერთია რას ვლაპარაკობ მე. პრესა წერს რომ მე და პოგბას საშინელი ურთიერთობა გვაქს, თავად პოგბა ამბობს, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს მწვრთნელთან, ხოლო მე ვამბობ, რომ გუნდში შესანიშნავი ურთიერთობია, დიახ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ!

წყარო : manutd.ru
ახალი ამბები, პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
7 ნოემბერი 2018 14:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სტატიაში მემგონი შეცდომაა გაპარული.
გუშინ ნაპოლი პე სე ჟეს თამაშს უყურე და ისეთი შთაბეჭდილება დამჩა რომ კულიბალი აქ არ გადმოვა. არადა კაი მაურინიოს რო უყვარს ისეთი ჯორცხენა ვირია.გაასწორებდა დაცვას
0
№2
ავტორი: Ole__boss
7 ნოემბერი 2018 14:24
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: kobinio
სტატიაში მემგონი შეცდომაა გაპარული.
გუშინ ნაპოლი პე სე ჟეს თამაშს უყურე და ისეთი შთაბეჭდილება დამჩა რომ კულიბალი აქ არ გადმოვა. არადა კაი მაურინიოს რო უყვარს ისეთი ჯორცხენა ვირია.გაასწორებდა დაცვას


კობინიო რა შეცდომააა ?
0
№3
ავტორი: Svanchester
7 ნოემბერი 2018 14:56
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
დღეს მარსი შეაგდებს კიდე, ამ მატჩში გამარჯვება იქნება მოურინიოს ერთ ერთი უდიდესი მიღწევა მანჩესტერ იუნაიტედში )) ფაქტიურად გავაიგივებ ევროპა ლიგის მოგებასთან )) (ხუმრობით)
0
№4
ავტორი: abrama
7 ნოემბერი 2018 15:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ამ დაცვის ფონზე სადღაც გამართლებულია დაცვითი სტილი, სივრცეები ძალიან დიდი და აჰაა ხოკ ყველა ვხედავთ რასაც უშვრებიან ჩვენს დაცვას, არადა შარშან პრემიერ ლიგაში იყო შედეგი და რომ არა სიტის უბრალოდ შთამბეჭდავი თაში მანჩესტერი უეჭველი გაჩემპიონდებოდა, არადა საჩემპიონო ქულები მოვაგროვეთ.
81 ქულა პრემიერ ლიგაში საჩემპიონო ქულებიაა.
0
№5
ავტორი: ikeoni
7 ნოემბერი 2018 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Dges ar unda wavagot arcert variantshi
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 ნოემბერი 2018 22:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
საინტერესო სასტარტო დააყენა და ვნახოთ აბა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top