პოგბას გადმოსვლიდან დღემდე, ალბათ, არ გათენებულა დღე, რომ ევროპულმა პრესამ არ დაწეროს მისი უკან, ტურინში დაბრუნების შესახებ. ეს ყველაფერი განსაკუთრებულად გამძაფრდა მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, როდესაც პოგბას აშკარად ვერ ეწყობიან მისი თანაგუნდელები, ფრანგი ნახევარ-მცველი ერთი თავით მაღლა დგას დანარჩენებზე. ამ თემაზე ისაუბრა "იუნაიტედის" ლეგენდამ - იაპ სტამმა.
"არ მიკვირს, რომ პოგბას "იუვენტუსს" უკავშირებენ, რადგან ის ყველაზე მეტად შეესაბამება მათ სტილს. არ მგონია, რომ ის ბედნიერი იყოს "იუნაიტედში", რადგან ის იტალიური ფეხბურთისთვისაა შექმნილი და გული იქით მიუწევს."
ფაქტია, რომ პოგბას უკეთესი პარტნიორები სჭირდება როგორც შეტევაში, ასევე დაცვის ხაზში და ისიც უფრო მეტად პროდუქტიული გახდება.
წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.