თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2018, 15:08
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1452,
კომენტარები: 4
იბრა:"პრემიერ ლიგა გადაჭარბებით არის შეფასებული"
შვედი ფორვარდის ინტერვიუ.
იბრა:
ყველას კარგად მოეხსენება, რომ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის, განცხადებები ყოველთვის ექსცენტრიულია და საინტერესო. სწორედ ეს სიტყვები შეიძლება ეწოდოს, ზლატანის განცხადებას, რომელიც დღეს გააკეთა.

"მე ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგა გადაჭარბებითაა შეფასებული და ის ისეთი "მკვლელი" არაა, როგორადაც ხატავენ და მასზე საუბრობენ. დიახ, ტემპი ძალიან მაღალია, შესაბამისი ფიზიკური და მენტალური კონდიციების გარეშე, ნამდვილად გაუჭირდება ფეხბურთელს. როდესაც ინგლისურ კლუბს შევუერთდი, ყველა საუბრობდა იმაზე, რომ მათ ხეიბარი შეიძინეს, თუმცა სეზონის ბოლოს ისინი აღმოჩნდნენ ხეიბრის სავარძლებში. მე "იუნაიტედს" 35 წლის ასაკში შევუერთდი და საკმაოდ კარგი შედეგები ვაჩვენე და წარმოიდგინეთ, რომ მე ინგლისში 25 წლის ასაკში გადმოვსულიყავი. ვფიქრობ, ფეხბურთელს კარიერის სრულყოფისთვის აუცილებლად სჭირდება გამოცდილება ჰქონდეს პრემიერ ლიგაში და ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო არის ის, რომ მე სწორი კლუბი შევარჩიე. "იუნაიტედი" უდიდესი კლუბია და ყოველ ჯერზე, როდესაც წითელ მაისურს ვხედავ, "იუნაიტედი" მახსენდება. ეს ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო ჩემს კარიერაში და ტკბილი მოგონებებიც მრავლად დამრჩება."

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედში" 2016-2018 წლებში ასპარეზობდა და ამ პერიოდში - 33 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2018 15:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია რო ასეთ დიდებულ გუნდში კიდევ ერთი ასეთი დიდებული ფეხბურთელი თამაშობდა winked
0
№2
ავტორი: Phil Jones
5 ნოემბერი 2018 15:38
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მართლა არაა ისეთი როგორიც იყო, იმიტომ რომ ზედმეტად "ფილოსოფოსი" მწვრთნელები მოვიდნენ და არაბრიტანელი ფეხბურთელებით გაივსო.
გეფიცებით იმ დღეს ჩემპიონშიპის თამაში ვნახე ქპრ-ასტონ ვილა და აი მანდ იყო ტემპი, მანამდეც ვნახე ასტონ-ვილა ვიღაცა და მანდაც მაგარი იყო,ოონდ გაცლებით დაბალი დონის რათქმაუნდა, მაგრამ ის ტემპი და ბრძოლა რის გამოც მიყვარდა პრემიერლიგა მანდაა შემორჩენილი.
0
№3
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2018 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ ნეტა ახალგაზრდობაში მოსულიყავიი ან ეხლა იყოო ახალგაზრდა და ჩვენთან იყოო :(( ყველა პრობლემა მოგვარდებოდა უცებ
0
№4
ავტორი: GIOMU
6 ნოემბერი 2018 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
აბა რომელი ჩემპიონატია უკეთესი იბრა? ესპანეთი თუ იტალია? კარგი რა. აქაც რომ მოხვედი კი კარგად გამოყურებოდი, მაგრამ რაც შენ მომენტები ანიავე. არ მახვოს ზუსტად როდის მაგრამ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი განაივებული მომეტი ამას ქონდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top