ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედისგან" გულშემატკივარი აქტიურობას უნდა ელოდოს. ჟოზე მოურინიოს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
არამხოლოდ ჟოზეს, დაცვის გაძლიერება თავად ფეხბურთელებსაც სურთ. კონკრეტულად ალექსისს სანჩესსაც სურს, რომ კლუბმა ამ პოზიციაზე ახალი სახე შეიძინოს.
Don Balon - ის ცნობით, ჩილელი ვინგერის სიმპათიები "ტოტენჰემის" უკანახაზელისა და საკუთარი მოგვარის, კოლუმბიელი დავინსონ სანჩესისკენ იხრება. დავინსონი ამ ეტაპზე ლონდონური "ტოტენჰემის" ღირსებას იცავს.
გარდა სანჩესისა, "მანკუნიანელების" რადარზე ისეთი მცველები არიან როგორიცაა: მილან შკრინიარი (ინტერი), ჰარი მაგუაიერი (ლესტერი), ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემი), დაველოდოთ იანვარს, სავარაუდოდ ერთ - ერთი ჩამოთვლილთაგან "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს კარიერას.