თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2018, 23:29
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1399,
კომენტარები: 10
ერერა:"მთავარია გაიმარჯვოს გუნდმა"
ესპანელი "ეშმაკის" განცხადება.
ერერა:
გუნდში მყოფი ფეხბურთელებიდან, ერთ-ერთია ანდრე ერერა, რომელსაც გუნდი განსაკუთრებულად უყვარს და უდიდესი ენთუსიაზმით, შემართებითა და მონდომებით გამოდის მოედანზე და იხარჯება ბოლომდე. "იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარ-მცველმა საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა კლუბის ვებ-გვერდს.

"როდესაც მოედანზე ვართ გვინდა დამაჯერებელი თამაში ვაჩვენოთ და არ გაჩნდეს ეჭვები ჩვენს სიძლიერესთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა, რომ მატჩის ბედს ბოლო წუთებზე არ ვწყვეტდეთ. ეს ცუდი არაა უბრალოდ გვჭირდება, რომ მეტად ვმართოთ თამაში და დომინანტები ვიყოთ. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ენტონი, ჯესი და რაშფორდი - ამ ფეხბურთელებით ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას, როგორც "იუვენტუსთან", ასევე "სიტისთან".

"ბორნმუთთან" მატჩის ბოლოს მოურინიომ ერერაზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ესპანელმა ძალიან კარგად დააბალანსა მოედნის ცენტრი და ასევე წარმატებით ანაწილებდა პასებს შეტევაში. შესაბამისად ერერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია "იუნაიტედის" შემადგენლობაში და ამავდროულად დაუფასებელი.

წყარო: www.manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: tupaca
5 ნოემბერი 2018 01:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ერერა დღევანდელ მანჩესტერში ყველაზე მეტად მიყვარს, კაცი სულს და გულს დებს თამაშში და მეტი რაღა ქნას ესეთი ხალხი მირჩევნია ფულის გამო მოსულ და გამოგდებულ ვარსკვლავებს, ბასკი ძმა სულით მანჩესტერელი #respect ander
0
№2
ავტორი: kobinio
5 ნოემბერი 2018 01:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: tupaca
ერერა დღევანდელ მანჩესტერში ყველაზე მეტად მიყვარს, კაცი სულს და გულს დებს თამაშში და მეტი რაღა ქნას ესეთი ხალხი მირჩევნია ფულის გამო მოსულ და გამოგდებულ ვარსკვლავებს, ბასკი ძმა სულით მანჩესტერელი #respect ander

მართალი ხარ. იმედია ზამთარში სანჩესს გაყიდიან თორე ბუნტი გარდაუვალია
0
№3
ავტორი: ikeoni
5 ნოემბერი 2018 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Martla magrad miyvars Es bichi ❤️
0
№4
ავტორი: GIOMU
5 ნოემბერი 2018 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამ ფილოსოფოსობას ჯობია თავი დაანებო და ვარჯიშს მიხედო ხო ხედავ სკამის ხეხვა გიწევს.
0
№5
ავტორი: kobinio
5 ნოემბერი 2018 10:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: GIOMU
ამ ფილოსოფოსობას ჯობია თავი დაანებო და ვარჯიშს მიხედო ხო ხედავ სკამის ხეხვა გიწევს.

მატიჩზე უკეთეს ფორმაში კია ძმაო და გინდა სკამზე დასვი და გინდა თამადად დააყენე manutd ))
0
№6
ავტორი: JuanMata
5 ნოემბერი 2018 11:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: kobinio
მატიჩზე უკეთეს ფორმაში კია ძმაო და გინდა სკამზე დასვი და გინდა თამადად დააყენე manutd ))


მატიჩმა ძაან მოუკლო ამ სეზონში, პოზიციურ შეცდომებს და დაცვაში თამაშს რომ თავი დავანებოთ, მერამდენედ ვხედავ, რომ ბურთს იღებს და ვერ ფიქრობს რა გააკეთოს, ამასობაში ეწევა თავდამსხმელი უკნიდან და ართმევს.

ყოველთვის ნელი იყო, მაგრამ ბოლო თამაშებში, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ეზარება თამაში.

წინა სეზონში თითქმის ყველა მატჩი ითამაშა, მერე მსოფლიო, მერე ნორმალურად ვერ დაისვენა და ეგრევე ახალი სეზონი, ჭირდება დასვენება.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2018 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძირითადში უნდა იყოს, მატიჩზე კარგ ფორმაშია ამჟამად.
0
№8
ავტორი: kobinio
5 ნოემბერი 2018 19:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: JuanMata
ციტატა: kobinio
მატიჩზე უკეთეს ფორმაში კია ძმაო და გინდა სკამზე დასვი და გინდა თამადად დააყენე manutd ))


მატიჩმა ძაან მოუკლო ამ სეზონში, პოზიციურ შეცდომებს და დაცვაში თამაშს რომ თავი დავანებოთ, მერამდენედ ვხედავ, რომ ბურთს იღებს და ვერ ფიქრობს რა გააკეთოს, ამასობაში ეწევა თავდამსხმელი უკნიდან და ართმევს.

ყოველთვის ნელი იყო, მაგრამ ბოლო თამაშებში, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ეზარება თამაში.

წინა სეზონში თითქმის ყველა მატჩი ითამაშა, მერე მსოფლიო, მერე ნორმალურად ვერ დაისვენა და ეგრევე ახალი სეზონი, ჭირდება დასვენება.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ შარშან ტრავმით ვითამაშე მთელი სეზონიო.არაა გამოროცზული ისევ რამე აწუხებდეს.ეშინი ადგილის დაკარგვა ძირითადში და თავს ძალას ატანს შეილება მარა ეს შობელძაღლი ამდენი მწვრთნელია გუნდში ნუთუ ვერავინ ატყობს რო აშკარაფმდ ამოვარდნილია ფორმიდან და გუნდიდან?!
0
№9
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2018 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ერერა კარგ ფორმაში ჩანს და ძირითადში დაიწყებს იმედია
0
№10
ავტორი: GIOMU
5 ნოემბერი 2018 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ციტატა: kobinio
ციტატა: GIOMU
ამ ფილოსოფოსობას ჯობია თავი დაანებო და ვარჯიშს მიხედო ხო ხედავ სკამის ხეხვა გიწევს.

მატიჩზე უკეთეს ფორმაში კია ძმაო და გინდა სკამზე დასვი და გინდა თამადად დააყენე manutd ))



სამ თამაში ერთხელ გამოყავს 20 წუთი. ის 20 წუთი დარბის და სხვებთან შედარებით კარგად ჩანს თორე ისე რაღაც გამოკვეთილად კარგი რომ იყოს მასე ვერ ქაჩავს. მაგრამ მატიჩი ახლა ისე არ მომწონს რომ მირჩევნია ერერა ბევრად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top