თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2018, 22:57
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1802,
კომენტარები: 6
მოურინიო:"კატასტროფული დაცვითი თამაში ვაჩვენეთ"
მატჩის შემდგომი განცხადებები.
მოურინიო:
კარგი მატჩი გამოვიდა როგორც შედეგით, ასევე ხარისხიდან გამომდინარე, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზებიც, რომელთა შესახებ, მატჩის შემდგომ, კომენტარი, "იუნაიტედის" თავკაცმა - ჟოზე მოურინიომ გააკეთა. ბოსმა გუნდი გააკრიტიკა გაშვებული გოლისა და მეტოქის მიერ შექმნილი ბევრი მომენტის გამო.

"დაცვით ასპექტში საშინლად გამოვიყურებოდით და, როდესაც ვამბობ დაცვით ასპექტს, არ ვგულისხმობ მხოლოდ დაცვის ხაზს, მე ვგულისხმობ მთლიანად გუნდს. პირველი ნახევრის ბოლოს, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელი, რადგან 1-1 დამთავრდა. ჩვენ მხარეს იღბალი იყო, თორემ 6-1 ან 5-1 უნდა დამთავრებულიყო. მე არ მესმის, თუ ადამიანი შეხედავს ჩვენს თამაშს იფიქრებს, რომ გასული კვირის განმავლობაში არ გვივარჯიშია, თუმცა ჩვენ მთელი დატვირთვით ვივარჯიშეთ. იმდენად კარგი მეორე ნახევარი გვქონდა, რომ ვიმსახურებდით 90 წუთამდე გაგვეტანა მეორე გოლი."

ბოსს, მატჩის ბოლოს ეტყობოდა, რომ ნამდვილად არ იყო კმაყოფილი გუნდის გამოსვლით, თუმცა ეს ერთისმხრივ კარგია, რადგან გუნდის შედეგობრივი სტანდარტები მაღლა იწევს.

წყარო: www.goal.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2018 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Meore taimit Ro daviwyot xolme araa ?? Gamovtovot piveli an fora ertit daviwyot :)))
1
№2
ავტორი: snatch77
3 ნოემბერი 2018 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ხელმძღვანელობას მიანიშნებს რომ სჭირდება მცველი , ყოველ ინტერვიუში , მოუყვანონ ამ კაცს სასურველი ხალხი , სანამდე შეიძლება სმოლინგის ყურება? ლინდელოფი იხოდება , მარსიკა ყველაზე მაგარი ფეხბურთელია გუნდში.
0
№3
ავტორი: GIOMU
4 ნოემბერი 2018 06:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
აუცილებელია ან ბაილის დაბრუნება ეტაპობრივად სასტავში ან ახალი ცენტრალური მცველს ყიდვა. მატიჩსაც თუ მოუძებნის შემცვლელს გუნდს საკმაოდ სერიუზლი შედეგების დადება შეეძლება.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2018 11:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზამთარში იყიდიან მცველს სავარაუდოდ და მერე რაღას დაბრდება ნეტა :))
0
№5
ავტორი: Malboro463
4 ნოემბერი 2018 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არაფერი არ შეიცვლება.
მეორე ტაიმში გუნდი იგებს პლიუს იმის რესირსიც არ აქვთ რო 90 წუთი მაღალ ტემპში ითამაშონ და უწევთ უკან დახევა და კონტრშეტევებზე თამაში ამის ფონზე ჩანს ამათი კარგი თამაში მეორე ტაიმში თორე რა ძალა უდგათ ოირველ ტაიმში ზედიზედ სამ გადაცემას რომ ვერ აკეთებენ. ოოგბას პირველ ტაიმში მოედანზე ცურვის და ხელების დლის მეტი არაფერი გაუკეთებია. მატასგან და სანჩესისგან კიდე არაფერს არ ველოდები ამის ხელში არამგონია გამოსწორდნენ.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
4 ნოემბერი 2018 14:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ერთადერთი რაც პოზიტივი არის და ისიც მარსიალის დამსახურებაა არის ის რომ კონტრ შეტევა ოდნავ უფრო მწვავე გვაქვს.ფლანგის მცველები გვყავს უფანტაზიო და შეტევას ვერაფრით ეხმარება.მატიჩის მიუხედავად ბევრი ჩაჭრისა და ართმევებისა ჯობია დაისვენოს და ერწრა იდგეს.რაც შეეხება პოგბას ამ ფენომენს მე ვერ ვხსნი რა არის საერთოდ.მატა ტორმუზია და უკან პასების დიდოსტატი.სანჩესმა უნდა ითამაშოს მატას პოზიციაზე.რეშფორდი ძაან უკლასოა და მეორე გოლში ისე გამოუვიდა თითქოს შეგნებული პაუზა გააკეთა არადა დაიბნა და კარგი გამოუვიდა.არაა ცხრიანი.ცხრიანი მოძრაობა იყო მარსიალის შემობრუნება რომ გააკეთა ამას ვერც რეში იზამს და ვერც ლუკაკუ.პლიუს ალღო აქვს და გოლიც ცხრიანის პოზიციიდან გაიტანა.ეს ვირი კიდე რატო არ აყენებს ნომინალურ ცხრიანად ვერ ვხვდები.რეშს თუ არ მიეცი სივრცე აი ისე ურტყამს როგორც დაარტყა ცარიელ კარში სრულად შეუსაბამო მიმართულებით.არადა დარტყმა აქვს ოღონდ შორიდან და ამისთვის სივრცე ჭირდება რაც აქვს მარცხენა ფლანგზე.ლუკაკუ კიდევ მარჯვენა ფლანგზე არის ეფექტური.თავზეც ლუკაკუსა და რეშს რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს მარსიალიც და სანჩესიც ჯობია.მოკლედ ფრედი არ არის ცუდი ბიჭი და ერთხელ მაინც უნდა ათამაშოს პერეირა ერერა და ფრედი ერთად.წინ რეში მარსო და სანჩესი.ეს სასტავი იქნება სწრაფი და მობილური.პოგბასთან მატიჩის ან მაკტომინეი ფელაინის შეწყვილება ბიშნავს რო ცენტრი არ გვყავს.ამ პოგბას სულ ჯარიმაზე და ძიძგილაობაზე თამაში ნერვებს მიშლის მარტო მე ნეტა?
დაცვას რაც შეეხება ორივე ფლანგის მცველია მოსაყვანი და პლიუს ცენტრალური მცველი.ცენტრალური მცველი ოღონდ გამოცდილი და კლასიანი.მაგალითისთვის ლივერპულიც საკმარისია თუ როგორ შეცვალა დაცვა სტაბილურობის მხრივ ვან დაიკის მოყვანამ,ლოვრენიც კი ათამაშდა.მთავარი პრობლემა დღეს გუნდში არა დაცვა არამედ ნახევარდაცვაა რომელიც ვერც მაღალ პრესინგს თამაშობს და ვერც დაცვით ასპექტშია ეფექტური.პოგბას სარეკორდო ტრანსფერმა იძულებული გახადა გუნდი რომ ის შეუცვლელ ფიგურად გამხდარიყო არადა მაგაზე ეფექტური გუნდური თამაშის კუთხით შეიძლება ერერა და პერეირა უფრო იყოს.მოკლედ ვამბობ რომ უაზრო დაუბალანსებელი ტრანსფერების მსხვერპლია გუნდი და მოურინიო კიდევ ტყვე.პოგბაც და მატიჩიც მისი მოყვანილია და თან ხვეწნით ხოდა რა ქნას.თუ უნდა თავისი კარიერა გადაარჩინოს ორივე უნდა დასვას სკამზე და რამდენიც უნდა იმდენი იტლიკინოს პოგბამ და მისმა აგენტმა პრესასთან.ამის ზლაზვნას მირჩევნია გულიანი ერერას დაუღალავ ბრძოლას ვუყურო მერე რა რომ პოგბაზე იაფი ღირს ან პერეირა რომელმაც ყველაფერზე თანხმობა განაცხადა შემტევობიდან ჩამშლელის პოზიციაზე გადმოსვლაზეც რომ ამ გუნდში ეთამაშა და ამ დროს ამ პიჟონს გარანტირებული აქვს ადგილი და ისინი სკამს ხეხავენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top