თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2018, 21:33
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1274,
კომენტარები: 3
მოურინიო არ დაისჯება
ბოსი ჯარიმასა და სანქციას გადაურჩა.
მოურინიო არ დაისჯება
როგორც ყველას გვახსოვს, მოურინიოს ემუქრებოდა სასჯელი, მის მიერ გამოყენებული უწმაწური სიტყვების გამო, რომელიც დაფიქსირდა "ნიუქასლთან" მატჩის შემგომ. მოურინიომ მშობლიურ ენაზე კონკრეტული ფრაზა წარმოთქვა, თუმცა ამ სიტყვებს არ ჰყოლიათ კონკრეტული ადრესატი, მაგრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაიწყო ამ ფაქტის გამოძიება.

გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ მოურინიომ მართლაც გამოიყენა უწმაწური სიტყვები, თუმცა, სწორედ, იმ მიზეზით, რომ მას არ ჰყოლია მხედველობაში კონკრეტული ადამიანი/ადამიანები ეს არ დადასტურდა კანონდარღვევად. დადასტურების შემთხვევაში, ჟოზეს, 1 მატჩიანი ბანი და 15,000 ფუნტის ოდენობის თანხობრივი ჯარიმა ეკისრებოდა.

ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა შემდეგი განცხადება გააკეთა:"სასჯელი, რომელიც ემუქრებოდა ჟოზე მოურინიოს, უწმაწური სიტყვებისა და სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, "ნიუქასლთან" გამართული შეხვედრის ბოლოს, არ იქნება გამოყენებული პორტუგალიელი სპეციალისტი მიმართ. ამ გადაწყვეტილებების მიზეზები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, დღეს კი შედეგი გავაცანით ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს."

წყარო: www.goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
31 ოქტომბერი 2018 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ჰაერზე ვეღარ შეუგინია კაცს:))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
31 ოქტომბერი 2018 23:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო ასეც იყო მოსალოდნელი
0
№3
ავტორი: GIOMU
1 ნოემბერი 2018 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
15 000 რა არის ამისთვის. ერთი მაგდენი დაუმატე ზემოდან და მიდი მოიკითხე ყველა მოსაკითხი :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top