როგორც იცით, ამ სეზონის ბოლოს "იუნაიტედის" 11 ფეფხბურთელს ეწურება კლუბთან კონტრაქტი. მათგან ერთ-ერთია ხუან მატა, რომელიც ბოლო მატჩებში და ზოგადად ბოლო წლებში, არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მას მსურველი გამოუჩნდა.
ესპანელი შემტევის მსურველი ლონდონური "არსენალია" და, კონკრეტულად, მათი თავკაცი იუნაი ემერი. ჯერ უცნობია რა პოზიციაზე და მოედნის რომელ კუთხეში სურს მისი გამწესება ესპანელ სპეციალისტს, თუმცა მისდამი ინტერესი ძალიან ძლიერია.
ესპანელი ნახევარ-მცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და, პრინციპში, ნამდვილად არ იქნება ცუდი შენაძენი "არსენალისთვის", რადგან მატა არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რიგ მომენტებში სწორი გადაწყვეტილების მიღება.
წყარო: www.goal.com
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.