თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2018, 11:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1388,
კომენტარები: 6
მატიჩი: "მარსიალის ადგილზე ამას გავაკეთებდი"
სერბი საკუთარ თანაგუნდელზე საუბრობს.
მატიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" სერბმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ ენტონი მარსიალზე ისაუბრა და კარგი გაგებით მას ეგოიზმისკენ მოუწოდა.

ფრანგმა ვინგერმა, პრემიერ ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლების გატანაში მიიღო მონაწლეობა. ენტონიმ ორი გოლი "ჩელსის" ხოლო ერთი გოლი "ევერტონს" გაუტანა. გარდა ამისა მარსიალმა "მერსისაიდელებთან" შეხვედრაში პენალიც მოიპოვა.

"ენტონიმ საკუთარ თავთან უნდა გააცნობიეროს, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება. ვფიქრობ თუ ის გააგრძელებს გატანას ამ თავდაჯერებულობასაც მოიპოვებს.

ხანდახან მეჩვენება, რომ მას თავად არ ესმის თუ რამდენად კარგია იგი. მარსიალს აქვს ყველაფერი რაც სჭირდება "იუნაიტედის" ფეხბურთელს.

იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნებოდი მის დაგილას, ბურთის კონტროლის, სისწრაფის თვალსაზრისით, რაც მას ნამდვილად აქვს, უბრალოდ ყოველ შეხვედრაში მხოლოდ გოლების გატანაზე ვიფიქრებდი, არავითარი პასი შეტევის დროს".



წყარო; ukrainefootball
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
30 ოქტომბერი 2018 11:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მანჩესტერის ფეხბურთელი, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა ბოლოს იყო ვან პერსი, მოიესის დროს ლიგაზე, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ.

ამის მერე გავიდა 5 წელი დაახლოებით. ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ამის გაკეთება ახლა ალბათ მარსიალია. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი, გაიტანს თუ არა 3 გოლს რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ რატომღაც ძალიან მინდა რომ ეს გააკეთონ.

როგორც კარგი მეკარე და დაცვა აძლევს გუნდს თავდაჯერებულობას, ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური 9-იანის ყოლა გუნდში, რომელიც სეზონში 20+ გოლს გაიტანს. შეუძლია ამ ბიჭს, რომ ძირითადი თავდამსხმელი იყოს და გოლები შეყაროს, ოღონდ 9-იანის პოზიციაზე უნდა ითამაშოს ძირითადად.

აქვს ჯერ კიდევ პრობლემები (ინდივიდუალურ მოქმედებებს რაც შეეხება), ევერტონთან მატჩის ბოლოს ერთი-ერთზე ძაან გაიჭედა, ამხელა თავისუფლება მგონი არ ჰქონია აქამდე გოლის გასატანად, ცოტა მეტი თავდაჯერებულობა ჭირდება, რაც ძირითადში მუდმივი თამაშით მოვა აუცილებლად.

მარცხნივ: რეშფორდი/სანჩესი
ცენტრი: მარსიალი
მარჯვნივ: მატა/სანჩესი/ლინგარდი

მგონია რომ შეტევის ეს წყობა ძალიან კარგ შედეგ მოიტანს, ოღონდ ეს ერთ და ორ თამაშში არ მოხდება, უნდა შეეჩვიონ რაღაც ერთს ფეხბურთელები.

კიდევ მცველებზე მინდა ვთქვა, რამდენიმე მატჩი ჩაატარეს ერთად სმოლინგი-ლინდელოფის წყვილმა და მატჩიდან მატჩამდე პროგრესირება მათი თამაში, თუ მოხდა სასწაული და მიყოლებით რამდენიმე მატჩი ერთად ჩაატარეს, ნორმალური, სტაბილური დაცვა გვეყოლება. ლინდელოფი ბოლო ორ თამაშში სულ სხვანაირი იყო, უფრო თავდაჯერებული, უფრო ხისტი და პირველად დავინახე, რომ ამ ბიჭს მართლა კარგი ტექნიკა აქვს და პირველი პასის გაკეთებაც შეუძლია.

ასე რომ მოუ, გაანძრიე ცენზურა. ტოპ ფეხბურთელად არავინ არ იბადება, მწვრთნელის საქმეა ზუსტად უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდისგან შექმნა ძლიერი სტაბილური ფეხბურთელი.
0
№2
ავტორი: ikeoni
30 ოქტომბერი 2018 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძალიან დიდი ნიჭი აქვს და უნდა გამოიყენოს ბოლომდე
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
30 ოქტომბერი 2018 14:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: JuanMata
მანჩესტერის ფეხბურთელი, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა ბოლოს იყო ვან პერსი, მოიესის დროს ლიგაზე, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ.

ამის მერე გავიდა 5 წელი დაახლოებით. ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ამის გაკეთება ახლა ალბათ მარსიალია. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი, გაიტანს თუ არა 3 გოლს რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ რატომღაც ძალიან მინდა რომ ეს გააკეთონ.

როგორც კარგი მეკარე და დაცვა აძლევს გუნდს თავდაჯერებულობას, ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური 9-იანის ყოლა გუნდში, რომელიც სეზონში 20+ გოლს გაიტანს. შეუძლია ამ ბიჭს, რომ ძირითადი თავდამსხმელი იყოს და გოლები შეყაროს, ოღონდ 9-იანის პოზიციაზე უნდა ითამაშოს ძირითადად.

აქვს ჯერ კიდევ პრობლემები (ინდივიდუალურ მოქმედებებს რაც შეეხება), ევერტონთან მატჩის ბოლოს ერთი-ერთზე ძაან გაიჭედა, ამხელა თავისუფლება მგონი არ ჰქონია აქამდე გოლის გასატანად, ცოტა მეტი თავდაჯერებულობა ჭირდება, რაც ძირითადში მუდმივი თამაშით მოვა აუცილებლად.

მარცხნივ: რეშფორდი/სანჩესი
ცენტრი: მარსიალი
მარჯვნივ: მატა/სანჩესი/ლინგარდი

მგონია რომ შეტევის ეს წყობა ძალიან კარგ შედეგ მოიტანს, ოღონდ ეს ერთ და ორ თამაშში არ მოხდება, უნდა შეეჩვიონ რაღაც ერთს ფეხბურთელები.

კიდევ მცველებზე მინდა ვთქვა, რამდენიმე მატჩი ჩაატარეს ერთად სმოლინგი-ლინდელოფის წყვილმა და მატჩიდან მატჩამდე პროგრესირება მათი თამაში, თუ მოხდა სასწაული და მიყოლებით რამდენიმე მატჩი ერთად ჩაატარეს, ნორმალური, სტაბილური დაცვა გვეყოლება. ლინდელოფი ბოლო ორ თამაშში სულ სხვანაირი იყო, უფრო თავდაჯერებული, უფრო ხისტი და პირველად დავინახე, რომ ამ ბიჭს მართლა კარგი ტექნიკა აქვს და პირველი პასის გაკეთებაც შეუძლია.

ასე რომ მოუ, გაანძრიე ცენზურა. ტოპ ფეხბურთელად არავინ არ იბადება, მწვრთნელის საქმეა ზუსტად უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდისგან შექმნა ძლიერი სტაბილური ფეხბურთელი.

როგორც ყოველთვის გეთანხმები
0
№4
ავტორი: stepno
30 ოქტომბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რომ არა ეს უხასიათობა და საკუთარი თავის არ რწმენა,აქამდე მარსიალი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელი და შემსრულებელი იქნებოდაა იმედია გამოასწორებს ყველაფერს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
30 ოქტომბერი 2018 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალია მატიჩი, სათამაშო ეგოიზმი აკლია მარსიალს რიგ ეპიზოდებში.
0
№6
ავტორი: GIOMU
31 ოქტომბერი 2018 03:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მოდი შენ შენს თავს მიხედე და მარსიალს უშენოდაც ეშველება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top