თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2018, 13:10
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1245,
კომენტარები: 6
პოგბა:"ალბათ პენალტის დარტყმის სტილი უნდა შევცვალო"
მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
პოგბა:
გუშინდელ მატჩში პირველი გოლის გატანა პოლ პოგბამ მოახერხა. ეს გოლი თითქმის საპენალო დარტყმიდან გავიდა, რომელიც ენტონი მარსიალმა მოიპოვა. პოგბამ უშუალოდ საპენალო დარტყა ვერ გამოიყენა, ხოლო პიქფორდის მიერ მოგერიებული ბურთი ისევ პოგბას მიუვიდა და ამჯერად ფრანგი ზუსტი აღმოჩნდა. როგორც ყველამ ვნახეთ, "იუნაიტედის" ექვსიანს საკმაოდ სპეციფიური პენალტის შესრულების რიტუალი აქვს, რომელიც განხილვის საგანი გახდა.

პოლ პოგბა:
"დიახ საკმაოდ უცნაურად ვასრულებ პენალტს, თუმცა ამ ფორმით ვცდილობ მეკარეების დესტაბილიზაციას, მაგრამ ვფიქრობ ეს უნდა შევცვალო. ვხვდები, რომ ეს მეკარეებზე აღარ მოქმედებს. მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა და სამი ქულა მოვიპოვეთ."

გარი ნევილი:
არ მგონია, რომ ეს კარგია, ეს არ არის სწორი და არც სასიამოვნო. ის ხომ არ ურტყავს ნორმალურ მდგომარეობაში ასე? ეს იმ ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც მან მისი კარიერის განმავლობაში ისწავლა. ჩემთვის ეს მცირე შოუსავით გამოიყურება, მცირე თეატრივით. მსგავსს კრიშტიანუც აკეთებდა "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა ეს ყველაფერი პოგბას შემთხვევაში არ მუშაობს."

გრეიმი სოუნისი:
"მე ყველაფერს ისე ვხედავ, რომ თითქოს პოგბა ამბობდეს - შემომხედეთ, შემომხედეთ, ამას მე ვაკეთებ. ის დღეს კარგად ამოძრავებდა ბურთს და კარგი პასებიც გააკეთა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასე გააგრძელებს შემდეგ კვირებშიც, ის ტოპ ფეხბურთელი გახდება."

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 ოქტომბერი 2018 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Mec mgonia Ro shesacvleliaa eg stili:)))
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 ოქტომბერი 2018 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე კაი თვითონაც რო მიხვდა wink
0
№3
ავტორი: manubro
29 ოქტომბერი 2018 16:35
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
მეორე პენალი გააფუჭა ზედიზედ და აღარ მუშაობსო. მე მეშლება ნერვები ამ გამორბენზე წარმომიდგენია პიკფორდმა რამდენჯერ შეაგინა სანამ დაარტყამდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№4
ავტორი: Dato kutaisi
29 ოქტომბერი 2018 16:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ზოგადად მაგრად გაუმართლა.დაკვირვებული ვარ როდესაც გუნდში რომელიღაც ფეხბურთელს ერთი ბურთის გატანა აკლია რამე შედეგზე გასასვლელად და მას არ არტყმევინებენ სულ იღებს თითქმის მეკარე.მატას 50-ე გოლი გაქონდა და ამან იცირკაჩა და ძლივს გაიტანა
0
№5
ავტორი: GIOMU
29 ოქტომბერი 2018 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ევრიკა! :დ
0
№6
ავტორი: stepno
30 ოქტომბერი 2018 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძაან უაზროო სტილია მაგას ჯობია სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება საით დაარტყამს. მაგალითად იუვეს თამაში რო იყო რონის პენალს უყურე როგორ შეასრულა და მივხვდი რო ეგეთი პენალის დროს აზრი არ ააქვს მეკარემ კუთხეც რო გამოიცნოს ისეთი ზუსტი და საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყოო. აი ეგრე უნდა ასრულებდი პენლებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top