თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2018, 12:48
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1297,
კომენტარები: 7
სოუნისი:"მარსიალი უხასიათო ფეხბურთელია"
ექსპერტის განცხადება.
სოუნისი:
გუშინდელი საღამოს გმირი, პოლ პოგბასთან ერთად, უდაოდ იყო ენტონი მარსიალი. ახალგაზრდა ფრანგმა, პენალტი მოიპოვა და გოლის გატანაც მოახერხა. ასევე ჰქონდა დუბლის შესრულების შესაძლებლობა, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენა. ძალიან სპეციფიური ფეხბურთელია, ახალგაზრდა ფრანგი და სწორედ ამ კუთხით ისაუბრა მასზე, გრეიმი სოუნისმა.

"ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ამის ყოველთვის მჯეროდა. ის ძალიან ახალგაზრდაა, დეკემბერში 23 წლის ხდება, ჯერ ბავშვია და მისთვის საკმაოდ რთული გადასატანია, მსგავსი წნეხი, რომელიც გუნდზე და კონკრეტულად მასზე მოდის. თუნდაც ალექსისის შეძენაც საკმაოდ რთული მომენტი იყო მისთვის, ასევე ნომრის ჩამორთმევა მისთვის[გულისხმობს 9 ნომრის ჩამორთმევას და იბრაჰიმოვიჩისთვის გადაცემას]. ამ ყველაფერს მისი ხასიათი ემატება. მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა და კარგი დარტყმა. ის სრულყოფილია, აქვს ყველაფერი რაც ვინგერს ესაჭიროება, რომ იყოს ღირებული გუნდისთვის. არ ვიცი მას არ უნდა "იუნაიტედში" დარჩენა, თუ პრობლემა მოურინიოშია, თუმცა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად.

როგორც იცით, მარსიალმა უარი განაცხადა კლუბის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე. ჯერ უცნობია მას კლუბიდან წასვლა სურს, თუ თანახმაა განსხვავებულ პირობებზე, თუმცა, სოუნისის არ იყოს, გუნდმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ახალგაზრდა ფრანგი ვინგერი.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
29 ოქტომბერი 2018 13:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჯერ ნომერი ჩამოართვეს, მერე რეშფორდი გადმოიყვანეს მაგის პოზიციაზე და საბოლოოდ აჯობა კონკურენციაში, მერე სანჩესი მოიყვანეს და დაკარგა ადგილი. მაგრამ საბოლოოდ სანჩესსაც აჯობა კონკურენციაში.
მე მგონი ძაან ბევრს მოვითხოვთ 22 წლის ფეხბურთელისგან, რომელიც გადმოსვლის დღიდან ძალიან პროდუქტიულია გუნდისთვის.

მანჩესტერის ფანები თითქმის ყველა მატჩს ვუყურებთ და ფეხბურთელების ყველა მოქმედებას ვაკვირდებით და მათი შეცდომებით განვსჯით, მაშინ როცა სხვა გუნდების ფეხბურთელებს ასე დეტალურად არ ვაკვირდებით, ამიტომ ყოველთვის დიბალა, ასენსიო და სხვები უკეთესი გვეჩვენება, ვიდრე ჩვენი ახალგაზრდები. ამას ემატება მწვრთნელი და მისი სამუშაო, ერთი და იგივე ფეხბურთელის თამაში სხვადასხვა მწვრთნელთან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა.

გუშინ რეალმა, რომელსაც საუკეთესო დაცვა და ნახევარდაცვა ჰყავს გაუშვა 5 გოლი, და ჩვენზე უარეს დღეშია სატურნირო ცხრილში. არადა ამ გუნდს 3 ლიგა აქვს მოგებული ზედიზედ. მაგრამ ვინმე ამბობს, რომ რამოსი, ვარანი, მოდრიჩი, კაზემირო ცუდი ფეხბურთელები არიან და ამათთან ერთად გუნდს არაფრის მოგების შანსი არ აქვს?
1
№2
ავტორი: ikeoni
29 ოქტომბერი 2018 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia darcheba da moawers Axal kontraqts xels
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
29 ოქტომბერი 2018 13:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხასიათის ფეხბურთელია ვიცით, თუმცა ფაქტია როცა ხასიათზეა ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში, კიდე შეუძლია განვითარება და სხვა მწვრთნელის ხელში ამის იმედი უნდა გვქონდეს.
0
№4
ავტორი: manubro
29 ოქტომბერი 2018 16:40
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
უნდა დატოვონ ეს ბიჭი წასვლაც რომ მოინდომოს უნდა შეუქმნან პირობები. ეს იუნაიტედია და გინდა დარჩი არ მუშაობს ახლა, გუნდი გუნდს აღარ გავს... ახლანდელი ფორმითაც უკონკურენტოა თავის პოზიციაზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№5
ავტორი: Dato kutaisi
29 ოქტომბერი 2018 16:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველაზე მთავარი რაც მარსიალში მოხდა ეს მისი ტრანსფორმაციაა.არავინ ისე არ შეომობს ბოლო თამაშებია ისე როგორც მარსიალი.მარად პერსპექტიული და ამომავალი ვარსკვლავი რო გვყავს შოუ მისი განავალიც ამის საწმენდი იყო გუშინ.ტიპი წინ და უკან ყველგან იყო.არ ვიცი რა ჭირს იმას ამტკიცებს რომ ძაან საჭირო ვარო და ამასაც ვიზამო თუ უბრალოდ მიხვდა რომ პროფესიონალიზმი ნიშნავს აკეთო ის რასაც გავალებენ ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი.მაინც იმ აზრზე ვარ რომ ეგ არის ცხრიანი და ძაან მაგარი ცხრიანი
0
№6
ავტორი: GIOMU
29 ოქტომბერი 2018 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფაქტია არ გატყდა და ცდილობს ბრძოლას სასტავისთვის, ბევრი გატყდებოდა და წავიდოდა, მაგალითად როგორც დეპაი. მოკელდ იმსახურებს სასტავს მარსიალი!
0
№7
ავტორი: stepno
30 ოქტომბერი 2018 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფაქტია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხდება ამ მანჩესტერისთვის:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top